მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი: ღვინის წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის საქართველოში დამზადება მეღვინეობის სექტორს თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს
დავით სონღულაშვილი: ღვინის წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის საქართველოში დამზადება მეღვინეობის სექტორს თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს

დავით სონღულაშვილი: ღვინის წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის საქართველოში დამზადება მეღვინეობის სექტორს თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად ღვინის წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიის „გ.ბ. კონსალტინგი“ საქმიანობას და საწარმოო პროცესს გაეცნო.

შპს „გ.ბ. კონსალტინგი“ 2009 წელს დაფუძნდა და ღვინისა და სხვა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების წარმოების სრული ციკლის დაგეგმვასა და განხორციელებაზე მუშაობს. კომპანია აწარმოებს სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების უჟანგავი ფოლადის ავზებსა და ღვინის წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე მანქანა-დანადგარებს.

„მეღვინეობის სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ადგილობრივი წარმოების შესაძლებლობების გაძლიერება. ღვინის წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის საქართველოში დამზადება მეღვინეობის სექტორს თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს. მნიშვნელოვანია, ეს მიმართულება კიდევ უფრო განვითარდეს, რათა ქართულ მეღვინეობაში თანამედროვე სტანდარტები და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ფართოდ დაინერგოს და ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ უფრო გაიზარდოს“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შპს „გ.ბ. კონსალტინგი“ რეგიონში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების ტექნოლოგიების სფეროში არაერთი ევროპული მულტინაციონალური კომპანიის წარმომადგენელია. კომპანიის მიერ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ათეულობით ღვინის ქარხნის პროექტია განხორციელებული. მისი საქმიანობის ფარგლებში დამზადებულია 100 მილიონ ლიტრზე მეტი მოცულობის უჟანგავი ფოლადის ავზები-ცისტერნები, ასევე დამონტაჟებულია ყურძნის გადამმუშავებელი და ღვინის დასამუშავებელი ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარები და სითხის ჩამოსასხმელი ავტომატური ხაზები. ამჟამად კომპანიაში 37 ადამიანია დასაქმებული. წარმოების პროცესში, სეზონის მიხედვით, 25 კვალიფიციური ტექნიკური პერსონალია ჩართული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრმა სექტორის წარმომადგენლებთან განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები განიხილა

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრმა სექტორის წარმომადგენლებთან განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები განიხილა

იმედი

ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემას ჯამში 499 ახალი თანამშრომელი დაემატება, მათგან 401 - ტყის მცველის პოზიციაზე

ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემას ჯამში 499 ახალი თანამშრომელი დაემატება, მათგან 401 - ტყის მცველის პოზიციაზე

იმედი

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟს სედრაკ ქოჩარიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟს სედრაკ ქოჩარიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

იმედი

Reuters: აშშ-მა სავიზო გასაუბრებები მსოფლიო მასშტაბით შეაჩერა

Reuters: აშშ-მა სავიზო გასაუბრებები მსოფლიო მასშტაბით შეაჩერა

იმედი