მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემას ჯამში 499 ახალი თანამშრომელი დაემატება, მათგან 401 - ტყის მცველის პოზიციაზე
ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემას ჯამში 499 ახალი თანამშრომელი დაემატება, მათგან 401 - ტყის მცველის პოზიციაზე

ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემას ჯამში 499 ახალი თანამშრომელი დაემატება, მათგან 401 - ტყის მცველის პოზიციაზე

იმედი|imedinews.ge

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცენტრალურ აპარატსა და რეგიონულ სატყეო სამსახურებში 401 ტყის მცველის პოზიციაზე კანდიდატთა შერჩევა მიმდინარეობს. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

ვაკანსიები ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმის ფარგლებში გამოცხადდა, რომლის მიზანი ტყის დაცვის გაძლიერება და ტყით სარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებაა.

რეფორმის ფარგლებში, 1.7 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყის ფონდი 903 სამცველოდ დაიყო. თითოეული სამცველო ტყის მცველს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცემა. ტყის დაცვისა და კონტროლის გაძლიერების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემას, ჯამში, 499 ახალი თანამშრომელი დაემატება, მათგან 401 - ტყის მცველი. ვაკანსიებზე განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ სრულწლოვან პირებს, რომლებსაც სრული ზოგადი განათლება აქვთ.

„ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვნად ძლიერდება ტყის დაცვის კომპონენტი. უკანონო ჭრების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, 1.7 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყის ფონდი 903 სამცველოდ დაიყო. თითოეული სამცველო ტყის მცველს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცემა, რაც ტყის დაცვისა და კონტროლის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. რეფორმის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემას 499 ახალი თანამშრომელი დაემატება, მათგან 401 ტყის მცველის პოზიციაზე. ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია რეგიონების მიხედვით სააგენტოს ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსდა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო ღია და გამჭვირვალე კონკურსში“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა.

კონკურსის შედეგად შერჩეული პირები ეროვნული სატყეო სააგენტოს ცხრა რეგიონულ სატყეო სამსახურში გადანაწილდებიან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 17-დან 24 აგვისტომდე პერიოდში, სასაზღვრო გამშვები პუნქტის ლარსის გავლით საქართველოში შემოვიდა სხვადასხვა ქვეყნის  52 953 ადამიანი და ქვეყნიდან გავიდა 61 691.

დავით სონღულაშვილი: ახალ აგროთანადაფინანსების პროგრამაში მეცხოველეობის მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა

დავით სონღულაშვილი: ახალ აგროთანადაფინანსების პროგრამაში მეცხოველეობის მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თურქ კოლეგებთან ერთად საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად თურქეთის მიერ ძებნილი პირები გამოავლინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თურქ კოლეგებთან ერთად საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად თურქეთის მიერ ძებნილი პირები გამოავლინეს

იმედი

მსოფლიოში პირველად შობადობა მოსახლეობის აღწარმოების დონეზე დაბლა დაეცა

მსოფლიოში პირველად შობადობა მოსახლეობის აღწარმოების დონეზე დაბლა დაეცა

იმედი