მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი: მეცხვარეობა ჩვენი ქვეყნისთვის ტრადიციული დარგია, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე საექსპორტო მიმართულებით
დავით სონღულაშვილი: მეცხვარეობა ჩვენი ქვეყნისთვის ტრადიციული დარგია, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე საექსპორტო მიმართულებით

დავით სონღულაშვილი: მეცხვარეობა ჩვენი ქვეყნისთვის ტრადიციული დარგია, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე საექსპორტო მიმართულებით

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მეცხვარე ფერმერების სახალხო დღესასწაულს დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში მინისტრი ადგილობრივ მეცხვარე ფერმერებს შეხვდა და მათი საქმიანობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე განიხილეს მეცხვარეობის განვითარების შესაძლებლობები, ცხოველთა ჯანმრთელობისა და ვეტერინარული მომსახურების საკითხები, საძოვრების ეფექტიანი გამოყენება, წარმოებისა და პროდუქციის რეალიზაციის შესაძლებლობები. მინისტრმა ფერმერებს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების, მათ შორის ახალი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესაძლებლობებიც გააცნო.

„მეცხვარეობა ჩვენი ქვეყნისთვის ტრადიციული და მნიშვნელოვანი დარგია, რომელსაც აქვს როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე საექსპორტო პოტენციალი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილზე მოვისმინოთ ფერმერების საჭიროებები და ის გამოწვევები, რომლებიც მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აქვთ. სწორედ ფერმერებთან პირდაპირი კომუნიკაცია გვაძლევს შესაძლებლობას, სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმები მათ რეალურ საჭიროებებს მოვარგოთ. ახალი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება და ფერმერებისთვის მხარდაჭერის უფრო მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული მექანიზმების შექმნას ითვალისწინებს. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ადგილობრივი წარმოება, ხელი შევუწყოთ მეცხვარეობის განვითარებას და ფერმერებს საკუთარი მეურნეობების გაფართოებისა და განვითარების მეტი შესაძლებლობა მივცეთ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მეცხვარე ფერმერების სახალხო დღესასწაული ნინოწმინდაში, ქეჩალგორაზე 2014 წლიდან აღინიშნება.

ნინოწმინდაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად მინისტრის მოადგილეები გიორგი წკრიალაშვილი და ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

GCCA-მა შპს „ფუდ გალერი ჯორჯიას“ მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დაუდგინა

GCCA-მა შპს „ფუდ გალერი ჯორჯიას“ მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დაუდგინა

იმედი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

იმედი

POLITICO: ზელენსკის აშშ-ში უკრაინის ახალი ელჩის კანდიდატურის შერჩევა უჭირს

POLITICO: ზელენსკის აშშ-ში უკრაინის ახალი ელჩის კანდიდატურის შერჩევა უჭირს

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი: კიდევ სარეცხი მანქანების რუსეთში შეტანაზე საუბრობენ ჩიპების ამოსაღებად? რუსეთს ჩინეთთან 4000 კილომეტრზე მეტი საზღვარი აქვს! რა ჯანდაბად უნდა საქართველოს ტერიტორია ვინმეს რამის ჩინეთიდან შესატანად, თუ ეს საჭირო გახდა?