მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო
დავით სონღულაშვილი შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო

დავით სონღულაშვილი შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.

„ჩვენი მიზანია, სრულად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რაც ხორბლის წარმოებაში არსებობს. გავზარდოთ როგორც წარმოების ეფექტიანობა, ისე თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი. მეხორბლე ფერმერებთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს და მათი საჭიროებების გათვალისწინებით ვმუშაობთ კონკრეტული მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერებაზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საქართველოში წარმოებულია 145.3 ათასი ტონა ხორბალი, საიდანაც 116.2 ათასი ტონა (დაახლოებით 80%), კახეთის რეგიონზე მოდის. 2025 წელს ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ ჰექტარზე 2.9 ტონა შეადგინა.

მინისტრთან ერთად შირაქის ველზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 79 სტატია.

  • "ივანიშვილს ხელიდან გაექცა პროცესი" - თაზო დათუნაშვილიტვ პირველი
  • "ეს არ არის სამართლებრივი პროცესი" - ირაკლი ღარიბაშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობსBM.GE
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
  • ევროსასამართლოს ქართველი მოსამართლის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე არაა — საიანეტგაზეთი
პროცესი →

მსგავსი სტატიები

მერკელი AfD-ს გამარჯვებაზე: გული მისკდება, შედეგი უბრალოდ შოკისმომგვრელი იყო

მერკელი AfD-ს გამარჯვებაზე: გული მისკდება, შედეგი უბრალოდ შოკისმომგვრელი იყო

იმედი

ლავროვი: უიტკოფი და კუშნერი უკრაინის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში მოსკოვისგან შეუძლებელს არ ითხოვენ და არც უსამართლო მოთხოვნებს აყენებენ

ლავროვი: უიტკოფი და კუშნერი უკრაინის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში მოსკოვისგან შეუძლებელს არ ითხოვენ და არც უსამართლო მოთხოვნებს აყენებენ

იმედი

ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუში არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიის ბევრ ნაწილში ადამიანებს სურთ, ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი, რომ მათ ევროპული პოლიტიკის ცვლილება სურთ - ეს არის პროტესტი იმ  მიდგომის წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირს აქვს მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ, მათ შორის, საქართველოს მიმართაც

ლევან მაჭავარიანი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: ეს უნდა იყოს ბრიუსელისთვის სიგნალი თან იმის ფონზე, როდესაც ისლანდიამ სულ ახლახან უარი განაცხადა არა თუ ევროკავშირში გაწევრებაზე, არამედ მხოლოდ მოლაპარაკებების განახლებაზე