მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ევროსასამართლოს ქართველი მოსამართლის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე არაა — საია - Netgazeti
ევროსასამართლოს ქართველი მოსამართლის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე არაა — საია - Netgazeti

ევროსასამართლოს ქართველი მოსამართლის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე არაა — საია - Netgazeti

ნეტგაზეთი1 სექტემბერი, 2026, 12:46|netgazeti.ge

დღეს, პირველ სექტემბერს სრულდება განაცხადების მიღება ევროსასამართლოში საქართველოდან მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსზე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, უზრუნველყოფილი არაა ამ პროცესის იმგვარი დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა, რომელსაც ევროპის საბჭოს სტანდარტები მოითხოვს.

„განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ კონკურსი ტარდება დემოკრატიული უკუსვლის, სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკური კონტროლისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროების ფონზე“, — აცხადებს საია, რომელმაც გამოაქვეყნა ახალი პუბლიკაცია „ევროსასამართლოს მოსამართლის შერჩევის კონკურსი საქართველოში დემოკრატიული ლეგიტიმაციის კრიზისის ფონზე“.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე საქართველოს სახელით ცხრა წლის ვადით აირჩევა. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იღებს, თუმცა მანამდე საქართველომ უნდა წარადგინოს სამი კანდიდატისგან შემდგარი სია. თავდაპირველად, საქართველო კანდიდატთა სიის ევროპის საბჭოსთვის წარდგენას 2026 წლის 4 თებერვლამდე გეგმავდა, თუმცა ვადა ორჯერ გახანგრძლივდა. საბოლოო ვადად 2026 წლის 30 სექტემბერია განსაზღვრული, ხოლო განაცხადების მიღება 1-ელ სექტემბერს სრულდება.

კომისიას იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში შედიან იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის, საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, პროკურატურის, სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციისა და რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამის კომიტეტს შეუძლია, სახელმწიფოს მიერ წარდგენილი სია არ დაუშვას კენჭისყრაზე, თუ დაასკვნის, რომ კანდიდატები სათანადო კვალიფიკაციას ვერ აკმაყოფილებენ ან მათი შერჩევის ეროვნული პროცესი საკმარისად სამართლიანი და გამჭვირვალე არ ყოფილა. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს ახალი სიის წარდგენა და პროცედურის განმეორებით გავლა მოუწევს.

საიას დოკუმენტის შეფასებით, მოქმედი კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს:

კომისიის რეალური დამოუკიდებლობაა — მიუხედავად იმისა, რომ კომისიაში ფორმალურად სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის და აკადემიური დაწესებულების წარმომადგენლები არიან, დემოკრატიული კონტროლის შესუსტებისა და ინსტიტუტებზე პოლიტიკური გავლენის პირობებში, სხვადასხვა უწყების წარმომადგენელთა ერთ სივრცეში თავმოყრა თავისთავად ვერ უზრუნველყოფს პლურალიზმსა და დამოუკიდებლობას. 2016–2017 წლების კონკურსებისგან განსხვავებით, მიმდინარე კომისიაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აღარ შედიან. სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა წინა კონკურსშიც ნომინალური იყო, რის გამოც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა კოალიციამ 2017 წლის ივლისში ხელახლა გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა. შეფასების მკაფიო კრიტერიუმების არარსებობა — მოქმედი წესი ითვალისწინებს კანდიდატების ქულებით შეფასებას, თუმცა არ განსაზღვრავს, კონკრეტულად რა კრიტერიუმებით უნდა შეაფასონ კომისიის წევრებმა პროფესიული გამოცდილება, ადამიანის უფლებათა სამართლის ცოდნა, ენების ფლობა, დამოუკიდებლობა, ეთიკა ან სხვა მნიშვნელოვანი კომპეტენციები. არც შეფასების დასაბუთების ვალდებულებაა გაწერილი. შედეგად, ქულების განაწილება რთულად შესამოწმებელი და არაგანჭვრეტადი ხდება. გამჭვირვალობის შემცირება — ახალი წესი აღარ ითვალისწინებს მონაწილეთა ვინაობის, მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტების, მიღებული ქულებისა და კომისიის სხდომების ოქმების სავალდებულო გასაჯაროებას. ასევე, წესში არ არის გაწერილი სხდომების ღიაობა ან მედიის დასწრების შესაძლებლობა. პროცედურა ასევე არ შეიცავს შედეგების გასაჩივრების მექანიზმს, ინტერესთა კონფლიქტის რეგულირებასა და შეფასების ინდივიდუალური დასაბუთების ვალდებულებას. ეს კი განსაკუთრებით პრობლემურია მაშინ, როდესაც საბოლოო შედეგი ქულებზეა დამოკიდებული, მაგრამ ქულების მინიჭების ლოგიკა საჯაროდ შემოწმებადი არ არის.

საიას განცხადებით, საქართველოდან წარდგენილი კანდიდატთა სიის განხილვისას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და ექსპერტთა პანელმა უნდა შეაფასონ არა მხოლოდ ის, შესრულდა თუ არა პროცედურის ცალკეული ტექნიკური მოთხოვნები, არამედ ისიც, იძლეოდა თუ არა მთლიანობაში ეს პროცესი თავისუფალი კონკურენციის, ობიექტური შეფასებისა და პოლიტიკური ზეწოლისგან დამოუკიდებელი არჩევანის რეალურ შესაძლებლობას.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ცხრა წლის განმავლობაში მონაწილეობს ევროპაში ადამიანის უფლებათა დაცვის უმნიშვნელოვანესი სასამართლოს საქმიანობაში და მის გადაწყვეტილებებს მილიონობით ადამიანის უფლებაზე აქვს გავლენა. ამიტომ კანდიდატების შერჩევა ვერ უნდა გადაიქცეს დახურულ ადმინისტრაციულ პროცესად ან პოლიტიკური ლოიალობის შემოწმების ინსტრუმენტად“, — აცხადებს საია და დასძენს, რომ ამ პრობლემების გადაჭრა უფრო ფართო სისტემური რეფორმებისა და სახელმწიფოს დემოკრატიულ რელსებზე დაბრუნების გარეშე წარმოუდგენელია.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი დღეიდან იწყება და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდებაიმედი
  • პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 1 800-მდე აბიტურიენტს მიეცა საშუალება, ხელახლა აირჩიოს პროფესია და მეორადი ჩარიცხვის პროცესი განხორციელდეს - ნინო წილოსანირუსთავი 2
  • რა ხდებოდა ლილუაშვილის დახურულ პროცესზე - დეტალები სასამართლოდანტვ პირველი
  • BSP-ის ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ ლიბიური ნავთობი მიიღო - რუსული ნავთობის ჩანაცვლების პროცესი დასრულდაBM.GE
პროცესი →

მსგავსი სტატიები

“სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობა ორმხრივი გახდება” – მირზოიანი

“სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობა ორმხრივი გახდება” – მირზოიანი

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი