მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
დავით სონღულაშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

დავით სონღულაშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ქურბონ ჰაკიმზოდას შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

„საქართველოსა და ტაჯიკეთს სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვთ. მზად ვართ, კოლეგებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება აგრარული სექტორის განვითარებისა და ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ორმხრივად სასარგებლო პროექტების განხორციელებას და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობაზე, წყლის რესურსების ეფექტიან მართვაზე, სოფლის განვითარების პოლიტიკასა და კვლევით ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის აგრო-სასურსათო ვაჭრობა დადებითი დინამიკით ხასიათდება. 2025 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 7.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტი 6.5 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი 778 ათასი აშშ დოლარი იყო. ტაჯიკეთში საქართველოდან ძირითადად ექსპორტირდება უალკოჰოლო გაზიანი სასმელები, მინერალური და მტკნარი წყლები, კვებითი დანამატები, ნატურალური ყურძნის ღვინოები და სხვა აგრო-სასურსათო პროდუქცია.

დავით სონღულაშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 218 სტატია.

  • „ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილეBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი