მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
დავით სონღულაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

დავით სონღულაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები და საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს.

დავით სონღულაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში მისი სამუშაო ვიზიტის მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრა და ელჩს მადლობა გადაუხადა ვიზიტის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მინისტრის განცხადებით, უწყებებს შორის საქმიანი შეხვედრები არსებული პარტნიორობის გაღრმავებასა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განვითარებას უწყობს ხელს.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საექსპორტო პოტენციალის მქონე აგრარული პროდუქციის შესახებ და ყურადღება ქართულ თხილზე, თაფლსა და ღვინოზე გაამახვილა. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის, ნარჩენების მართვის, სატყეო და სამთო-მოპოვების სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხებს.

მუსტაფა თურქერ არის განცხადებით, საქართველო თურქეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და არსებობს სრული მზაობა ორმხრივად სასარგებლო პროექტების განხორციელებისთვის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ჩიტაიშვილი ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა