მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილმა მინსკში, საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილ საქართველოს პავილიონში ბელარუსის ვიცე-პრემიერსა და FAO-ს გენერალურ დირექტორს უმასპინძლა
დავით სონღულაშვილმა მინსკში, საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილ საქართველოს პავილიონში ბელარუსის ვიცე-პრემიერსა და FAO-ს გენერალურ დირექტორს უმასპინძლა

დავით სონღულაშვილმა მინსკში, საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილ საქართველოს პავილიონში ბელარუსის ვიცე-პრემიერსა და FAO-ს გენერალურ დირექტორს უმასპინძლა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკაში, მინსკში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო გამოფენის Belagro 2026 გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

საერთაშორისო გამოფენაზე Belagro 2026 წარმოდგენილ საქართველოს პავილიონში სონღულაშვილმა ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, იური შულეიკოს, სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრს, იური გორლოვს და და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურ დირექტორს, კუ დონჟუს უმასპინძლა.

„წელს ქართული პროდუქცია პირველად არის წარმოდგენილი საერთაშორისო გამოფენაზე Belagro 2026, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა. დამთვალიერებლების სიმრავლით გამოირჩევა ქართული სტენდი, რაც ხაზს უსვამს ინტერესს ქართული პროდუქციის მიმართ. არსებული მაღალი ინტერესი მომავალში კონკრეტულ პარტნიორობებსა და ახალ საექსპორტო ხელშეკრულებებში აისახება, რაც, ცხადია, ხელს შეუწყობს აგროსასურსათო პროდუქციის წარმოებას, ექსპორტის ზრდასა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“, - განაცხადა სონღულაშვილმა.

მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, ბელარუსული ბაზარი ქართული პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობებისთვის მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული.

„ქართული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთპატივისცემასა და ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარება. შესაბამისად, მსგავსი ტიპის ვიზიტები და ასეთი მაღალი დონის ღონისძიებაში მონაწილეობა ყველაფერ აღნიშნულს უწყობს ხელს. ამასთან ერთად, ბელარუსული ბაზარი ქართული მხარისთვის ძალიან საინტერესოა ექსპორტის თვალსაზრისით და, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად იყოს გამოყენებული“, - განაცხადა ხვთისიაშვილმა.

საერთაშორისო გამოფენაზე Belagro 2026 საქართველოს პავილიონი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით იყო წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილეობდნენ ქართული ღვინისა და აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები.

სონღულაშვილთან ერთად, გამოფენის გახსნას დაესწრნენ და ქართულ პავილიონში იმყოფებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე და საქართველოში ბელარუსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლაი როგაშჩუკი.

საერთაშორისო გამოფენა Belagro ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო პლატფორმაა რეგიონში, რომელიც სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით პირველი სამუშაო სხდომა გამართა საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა

ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით პირველი სამუშაო სხდომა გამართა საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა

იმედი

საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს

საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს

იმედი

დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის მინისტრს, ალექსანდრ კულიკს შეხვდა

დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის მინისტრს, ალექსანდრ კულიკს შეხვდა

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გურიაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გურიაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

იმედი