მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილმა „თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა
დავით სონღულაშვილმა „თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა

დავით სონღულაშვილმა „თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, „თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა.

მინისტრის განცხადებით, მსგავსი მასშტაბის პროექტები ქმნის ახალ შესაძლებლობებს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შემცირებაში.

„განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ისეთ პროექტებს, რომლებიც აერთიანებს ტყის აღდგენას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და თანამედროვე ურბანული სივრცეების განვითარებას. „თბილისის ურბანული ტყე“ არის წარმატებული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობამ შექმნას გრძელვადიანი შედეგი, რომელიც ერთდროულად ემსახურება ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას. პროექტის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, უკვე რეაბილიტირებულია 700 ჰექტრამდე ტერიტორია და დარგულია 700 000-მდე ნერგი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ ქართუს, ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის ინიციატივისა და განხორციელებისთვის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ფონდის „ქართუ“ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი „თბილისის ურბანული ტყე“ დასრულების ეტაპზეა. პროექტის მიზანს თბილისის ტერიტორიაზე მწვანე სივრცეების აღდგენა, ეკოსისტემების გაძლიერება და მოქალაქეებისთვის რეკრეაციული გარემოს გაუმჯობესება წარმოადგენს.

პროექტის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, უკვე რეაბილიტირებულია 700 ჰექტრამდე ტერიტორია, დარგულია 700 000-მდე ნერგი, განახლებულია 45 კმ-მდე საფეხმავლო და ველობილიკი, მათ შორის, მოწყობილია 20 კმ-მდე ახალი ბილიკი. პროექტის მიმდინარეობისას ასევე მოიჭრა 52 000-მდე გამხმარი ხე და მოეწყო ოთხი ახალი ჭაბურღილი, რომლებიც დაახლოებით 200 ჰექტრამდე ტერიტორიას სარწყავი სისტემით ამარაგებს. რეკრეაციული მიზნებისთვის ტერიტორიაზე შეიქმნა მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა ძელსკამები, გადმოსახედები, ფანჩატურები, თავშესაფრები და ფრინველებზე დაკვირვების ქოხი. ინფრასტრუქტურული ელემენტები მაქსიმალურად არის მორგებული არსებულ ლანდშაფტსა და ბუნებრივ რელიეფს.

პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ფრინველების ბუნებრივ გარემოში დაბრუნებას. ამ მიზნით, გამოყენებულია ფრინველების გამრავლებისა და ბუნებაში დაბრუნების მეთოდი, რაც ხელს უწყობს პოპულაციის აღდგენას. შედეგად, განახლებულ ბილიკებზე მოსეირნე მოქალაქეებს ბუნებრივ გარემოში ფრინველებზე დაკვირვების შესაძლებლობა ეძლევათ.

„თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის ღირებულება 24 მილიონი ლარია და მას სრულად საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით სონღულაშვილთან ერთად, „თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები მინისტრის მოადგილეებმა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • ივლისში, თბილისის ცენტრში ახალაშენებული ბინების საშუალო გასაყიდი ფასი 13.3%-ით გაიზარდა - ColliersBM.GE
  • თბილისის ზღვაში 6-დღიანი ძებნის შემდეგ 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვესფორმულა
  • თბილისში გარდაცვლილი იპოვეს აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავანეტგაზეთი
  • თბილისის ზოგიერთ რაიონში წყლის მიწოდება შეიზღუდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებსრუსთავი 2
თბილისის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა

იმედი

დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა

დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა

იმედი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია

იმედი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს

იმედი