მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დეკანოზი ანდრია (ჯაღმაიძე): ჩვენ არ უნდა ავყვეთ დაპირისპირების სცენარს. რაღაც ზღვრამდე პოლემიკა მიდის, თუმცა შემდეგ ურთიერთსიყვარული, ურთიერთპატივისცემა და პატრიარქისადმი ძალიან დიდი მოწიწება, სიყვარული ამ ყველაფერს სძლევს
დეკანოზი ანდრია (ჯაღმაიძე): ჩვენ არ უნდა ავყვეთ დაპირისპირების სცენარს. რაღაც ზღვრამდე პოლემიკა მიდის, თუმცა შემდეგ ურთიერთსიყვარული, ურთიერთპატივისცემა და პატრიარქისადმი ძალიან დიდი მოწიწება, სიყვარული ამ ყველაფერს სძლევს

იმედი|imedinews.ge

ყველა ეპისკოპოსს აქვს მოწოდება, რომ ეკლესია იყოს ძლიერი. ეკლესია ასრულებდეს თავის ფუნქციას საუკეთესოდ და ამაში ყველანი ერთიანდებიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დეკანოზმა ანდრიამ (ჯაღმაიძე).

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა საპატრიარქო კანდიდატის ასაკთან დაკავშირებითაც ისაუბრა. კერძოდ, მისი თქმით, წმინდა სინოდის ბოლო სხდომაზე მოიხსნა საკითხი ასაკთან დაკავშირებით.

„ჩვენ მომზადებული ვიყავით და ფორმულირებაც კი ჩამოვაყალიბეთ წინა საღამოს, როგორი ფორმულირებით უნდა შეგვეთავაზებინა მღვდელმთავრებისთვის, თუ ეს საკითხი, ასაკს ვგულისხმობ, კენჭისყრაზე დადგებოდა - როგორ უნდა ყოფილიყო გასაგებად, მარტივად და ბიულეტენში რა უნდა ჩაწერილიყო, როდესაც მღვდელმთავრებს ორ პასუხს შორის ექნებოდათ ასარჩევი. აღმოჩნდა, რომ ეს საკითხი აქტუალობას კარგავდა იმის გამო, რომ მეუფე დანიელსაც არ ჰქონდა დიპლომი.

ასე რომ ორი საკითხიდან რეალურად დარჩა ერთი - განათლების საკითხი, თუმცა იმ პოლემიკის ფონზე მას შეიძლება გამოეწვია სხვა საკითხების დაყენების საფრთხე და დომინოს პრინციპით წავიდოდა სხვადასხვა საკითხის გადახედვის პროცესი. აქ გამოჩნდა ძალიან დიდი გამოცდილება მეუფე შიოსი, რომელიც მან შეიძინა პატრიარქთან უშუალოდ ყოფნის დროს - ბოლო 8 წელზე მეტია, იგი გამორჩეულია მოსაყდრედ. პატრიარქის დიდი დამსახურებაა, რომ ამ ურთულესი პროცესების მართვის გამოცდილება მეუფე შიომ აქ შეიძინა. სინოდიც, ამ რთულ სიტუაციაში, უმაღლეს დონეზე იქნა მართული. ასე რომ სინოდის წევრები, ეპისკოპოსები დიდი სითბოთი დაემშვიდობნენ ერთმანეთს“, - აღნიშნა მამა ანდრიამ.

მისივე თქმით, ისინი არ უნდა აჰყვნენ დაპირისპირების სცენარს.

„ჩვენ არ უნდა ავყვეთ დაპირისპირების სცენარს. ყველა ეპისკოპოსს აქვს მოწოდება, რომ ეკლესია იყოს ძლიერი. ეკლესია ასრულებდეს თავის ფუნქციას საუკეთესოდ და ამაში ყველანი ერთიანდებიან. ასე რომ რაღაც ზღვრამდე ეს პოლემიკა მიდის, თუმცა ამის შემდეგ ურთიერთსიყვარული, ურთიერთპატივისცემა და პატრიარქისადმი ძალიან დიდი მოწიწება, სიყვარული ამ ყველაფერს სძლევს“, - განაცხადა დეკანოზმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი