მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს - საპასუხო კომენტარიც და აღშფოთებაც უნდა იყოს ზომიერი, ისეთი, როგორც ქრისტიანს შეეფერება
დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს - საპასუხო კომენტარიც და აღშფოთებაც უნდა იყოს ზომიერი, ისეთი, როგორც ქრისტიანს შეეფერება

იმედი|imedinews.ge

გზავნილები და რიტორიკა, რომელიც კონკრეტული პოდკასტიდან ისმის, მიუღებელია სასულიერო პირებისთვის. საქმე ეხება უხამს განცხადებებს, მათ შორის წმინდანების შეურაცხყოფას. დეკანოზი საბა ჭიკაიძე სიწმინდეების დაკნინების მცდელობას მდაბიო საქციელად მიიჩნევს.

ამასთან, დეკანოზი ამბობს, რომ ამგვარ საქციელზე პასუხი და აღშფოთება ზომიერი, ისეთი უნდა იყოს, როგორც ქრისტიანს შეეფერება.

„ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს. ძალიან მდაბიო საქციელია, ასე მიმაჩნია. მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ გონს მოეგონ, დაფიქრდნენ ამ ყველაფერზე და სინანულით მოემართონ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მათვე დაუბრუნდებათ ძალიან მძიმედ და ძალიან ცუდად. ერთი რამ უნდა იცოდეს ყველამ - ღმერთი და სიწმინდე შეურაცხყოფილი არასოდეს რჩება. საბოლოო ჯამში შეურაცხყოფილი რჩება თვითონ ის ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს აკეთებს. საკუთარ თავს შეურაცხყოფს ასეთი ადამიანი და ბუმერანგივით დაუბრუნდება ეს ყველაფერი მათ.

გასაგებია, რომ აღშფოთებას ყველა გამოხატავს, მაგრამ ზომიერება დავიცვათ, რომ არ იყოს არავითარ შემთხვევაში იგივე მეთოდებით მათ მიმართ პასუხი, კომენტარიც და აღშფოთებაც უნდა იყოს ზომიერი, ისეთი, როგორც ქრისტიანს შეეფერება“, - აცხადებს დეკანოზი საბა ჭიკაიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს შეხვდა

იმედი

ურსულა ფონ დერ ლაიენი: გრენლანდია ევროკავშირთან ურთიერთობების განმტკიცების აშკარა არჩევანს აკეთებს

ურსულა ფონ დერ ლაიენი: გრენლანდია ევროკავშირთან ურთიერთობების განმტკიცების აშკარა არჩევანს აკეთებს

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

იმედი

Euronews: საქსონია-ანჰალტში AfD-ის შთამბეჭდავი გამარჯვება, შესაძლოა, იმ პროცესის დასაწყისად იქცეს, როდესაც ულტრამემარჯვენე ძალები ევროპის მასშტაბით ხელისუფლების სათავეში ერთპიროვნულად მოვლენ

Euronews: საქსონია-ანჰალტში AfD-ის შთამბეჭდავი გამარჯვება, შესაძლოა, იმ პროცესის დასაწყისად იქცეს, როდესაც ულტრამემარჯვენე ძალები ევროპის მასშტაბით ხელისუფლების სათავეში ერთპიროვნულად მოვლენ

იმედი