მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Depaul Ukraine-ის კვლევა: უკრაინაში უსახლკაროებს შორის გამოკითხულთა 40% იძულებით გადაადგილებული პირია - მათი წილი იზრდება
Depaul Ukraine-ის კვლევა: უკრაინაში უსახლკაროებს შორის გამოკითხულთა 40% იძულებით გადაადგილებული პირია - მათი წილი იზრდება

Depaul Ukraine-ის კვლევა: უკრაინაში უსახლკაროებს შორის გამოკითხულთა 40% იძულებით გადაადგილებული პირია - მათი წილი იზრდება

იმედი|imedinews.ge

უკრაინაში, უსახლკარო ადამიანებს შორის, რომლებიც დახმარებისთვის მიმართავენ სხვადასხვა ორგანიზაციას, ყველაზე დიდი მოწყვლადი ჯგუფი იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები არიან და ისინი უსახლკაროთა 40%-ს შეადგენენ. სოციოლოგიური კვლევის შედეგებს საქველმოქმედო ფონდის Depaul Ukraine ავრცელებს.

გამოკითხვა ჩატარდა თავშესაფრებში, დახმარების ცენტრებში და ქუჩებში იმ ადგილებთან, სადაც საკვები რიგდება.

როგორც ადგილობრივი გამოცემა „Хмарочос" აღნიშნავს, 2024 წლის ანალოგიურ კვლევაში უსახლკარო გამოკითხულთა მხოლოდ 22% იყო იძულებით გადაადგილებული პირი.

კვლევის მიხედვით, უსახლკაროებს შორის 33% შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია; 28% - მარტოხელა ხანდაზმული; 10% ყოფილი პატიმარი; 6% - ვეტერანი; 5% - ქრონიკული ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი; 4%-ს ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელები შეადგენენ, ხოლო, 2% - უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირია.

გამოკითხულთა 46%-თვის მუდმივი საცხოვრებლის დაკარგვის მთავარი მიზეზი ომი ან ტერიტორიის ოკუპაცია გახდა, ხოლო, იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის ამ მიზეზს 84% ასახელებს.

საქველმოქმედო ორგანიზაცია Depaul Ukraine აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უსახლკაროთა ახალი კატეგორიები წარმოშვა, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირები და ვეტერანები. ექსპერტების შეფასებით, თანდათან ქრება ზღვარი უსახლკარო და საცხოვრებლის მქონე ადამიანებს შორის, რადგან საცხოვრებელს სულ უფრო ხშირად კარგავენ ის ჯგუფებიც, რომლებიც ადრე რისკის კატეგორიაში არ შედიოდნენ.

„არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ ახალ გარემოში ინტეგრაციას, რადგან არ აქვთ კარგი განათლება, ზოგიერთმა, მაგალითად, უკრაინული ენა არ იცის. მათთვის განსაკუთრებით რთულია საცხოვრებლის დაქირავება, მით უმეტეს, რომ ლვოვში ქირის ფასები სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა. შედეგად, ადამიანს, რომელიც ადგილობრივი არ არის, არ აქვს სოციალური კავშირები, არ აქვს კარგი განათლება და თან სტრესის ქვეშაა, საცხოვრებლის პოვნა უკიდურესად უჭირს“, - აცხადებენ ლვოვის ერთ-ერთ საქველმოქმედო ორგანიზაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 259 სტატია.

  • ბერნემი: დიდი ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow რაკეტების წარმოების ტექნოლოგიებს მიაწვდისფორმულა
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
  • ნორვეგია 2027 წელს უკრაინას $9.2 მილიარდის დახმარებას გამოუყოფსBM.GE
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

იმედი

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

იმედი

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

იმედი

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი