მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Der Spiegel: ბავარიაში სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა
Der Spiegel: ბავარიაში სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა

Der Spiegel: ბავარიაში სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა

იმედი|imedinews.ge

გერმანიაში ბავარიის რეგიონის ქალაქ ტროიხტლინგენში სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა, რადგან რკინიგზის სადგურზე საეჭვო საგანი აღმოაჩინეს. ინფორმაციას Der Spiegel-ი ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ობიექტი ტექნიკოსმა სადგურის შესასვლელთან, ლიანდაგებს შორის აღმოაჩინა.

ფედერალური პოლიციის გამნაღმველთა ჯგუფი საგანს ამოწმებს და ადგენს, რეალურად წარმოადგენს თუ არა ის საფრთხეს. სამართალდამცველები მოსახლეობას მოუწოდებენ, შემთხვევის ადგილს მოერიდონ და ტერიტორიას შემოუარონ.

როგორც გამოცემა იუწყება, ინციდენტის გამო ტროიხტლინგენის რაიონში მატარებლების მოძრაობა სრულად შეჩერებულია. გერმანიის რკინიგზის ინფორმაციით, შეფერხება შეეხო რამდენიმე რეგიონულ ხაზს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთმა უკრაინას 261 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაუბრუნა

რუსეთმა უკრაინას 261 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაუბრუნა

იმედი

გიორგი ჯინჭარაძე: აფხაზეთის მთავრობა დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად ახალი პროგრამების განხორციელებას აგრძელებს

გიორგი ჯინჭარაძე: აფხაზეთის მთავრობა დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად ახალი პროგრამების განხორციელებას აგრძელებს

იმედი

რევაზ სოხაძე: სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა ახალგაზრდებს პროფესიული გამოცდილებისა და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას აძლევს

რევაზ სოხაძე: სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა ახალგაზრდებს პროფესიული გამოცდილებისა და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას აძლევს

იმედი

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი