მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირთან ერთად, „ქურდული გარჩევების“, საკუთარი კრიმინალური გავლენის და სხვა უკანონო ქმედებების გამოყენებით აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს“ მართვასა და ორგანიზებაში. უკანონო „ქურდული გარჩევების“ შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები, მიმართული იყო ბრალდებულების ძალაუფლებისა და კრიმინალური გავლენების განმტკიცებისა, სარგებლის და უპირატესობის მიღებისკენ.

სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს, 1 პირს ბრალდება დაუსწრებლად, ხოლო 1 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა), 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 110 სტატია.

  • ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულადფორმულა
  • სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი - გიორგი ბარამიძის განცხადებაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყორუსთავი 2
  • ერთი დღე სასამართლო პროცესამდე - ცოტნე მირცხულავას ინფორმაციით, პროკურატურა მის წინააღმდეგ საპატიმრო გირაოს მოითხოვსტვ პირველი
  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატის მუხლით დაიწყონეტგაზეთი
პროკურატურამ →ბრალდებით →წარუდგინა →

მსგავსი სტატიები

რუსეთმა უკრაინას 261 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაუბრუნა

რუსეთმა უკრაინას 261 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაუბრუნა

იმედი

გიორგი ჯინჭარაძე: აფხაზეთის მთავრობა დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად ახალი პროგრამების განხორციელებას აგრძელებს

გიორგი ჯინჭარაძე: აფხაზეთის მთავრობა დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად ახალი პროგრამების განხორციელებას აგრძელებს

იმედი

Der Spiegel: ბავარიაში სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა

Der Spiegel: ბავარიაში სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა

იმედი

რევაზ სოხაძე: სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა ახალგაზრდებს პროფესიული გამოცდილებისა და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას აძლევს

რევაზ სოხაძე: სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა ახალგაზრდებს პროფესიული გამოცდილებისა და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას აძლევს

იმედი