მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Der Spiegel: გერმანიაში გაუსაძლისი სიცხის მიუხედავად, ქალაქ დორტმუნდის ხელისუფლებამ მეტროს ახალი ვაგონები კონდიციონერების გარეშე შეუკვეთა
Der Spiegel: გერმანიაში გაუსაძლისი სიცხის მიუხედავად, ქალაქ დორტმუნდის ხელისუფლებამ მეტროს ახალი ვაგონები კონდიციონერების გარეშე შეუკვეთა

Der Spiegel: გერმანიაში გაუსაძლისი სიცხის მიუხედავად, ქალაქ დორტმუნდის ხელისუფლებამ მეტროს ახალი ვაგონები კონდიციონერების გარეშე შეუკვეთა

იმედი|imedinews.ge

გერმანიის ქალაქ დორტმუნდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანიამ DSW21-მა შეგნებულად თქვა უარი კონდიციონერების დაყენებაზე მეტროს ახალი ვაგონების შეკვეთისას. ინფორმაციას Der Spiegel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვაგონებში კონდიციონერების დაყენება დამატებით 70 მილიონი ევრო დაჯდებოდა. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, აღნიშნული თანხა უმჯობესი იქნება, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე დაიხარჯოს.

გარდა ამისა, როგორც დორტმუნდის სატრანსპორტო კომპანიაში განმარტეს, კონდიციონერების არ დაყენება ქალაქს წელიწადში დაახლოებით7 მილიონი კილოვატ-საათის ელექტროენერგიის დაზოგვის საშუალებას მისცემს, რაც დაახლოებით 2 ათასი შინამეურნეობის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის ეკვივალენტია.

კონდიციონერების დაყენებაზე უარის თქმამ მოქალაქეებში გაურკვევლობა გამოიწვია. ახალი მატარებლების ერთ-ერთმა მომხმარებელმა განაცხადა: „ფული ყველაფრისთვის მოიძებნება, მაგრამ არა ამისთვის. არ ვთვლი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა“.

სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში კონდიციონერის გარეშე მგზავრობა „არაკომფორტულია“, თუმცა დასძინა, რომ ადამიანების უმეტესობა მატარებლით მხოლოდ რამდენიმე გაჩერებას მგზავრობს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ხელისუფლების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 81 სტატია.

  • კორუფცია ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულად აღმოფხვრილია - კობახიძეBM.GE
  • პრემიერი: ჩვენი პოლიტიკური გუნდის შედეგები, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, არის ის, რომ ვართ ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი, გვქონდა რესურსი, დაგვეცვა მშვიდობა დიდი გამოწვევების და ზეწოლის მიუხედავადრუსთავი 2
  • ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოსთან სატრანზიტო გზის გახსნაზე უარს ამბობსტვ პირველი
  • ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას დაუფიქრებელი რეგულაციების გადახედვისკენ მოუწოდებსნეტგაზეთი
ხელისუფლების →

მსგავსი სტატიები

მარიამ გრიგოლიშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეის მე-15 ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობა შეაჯამა

მარიამ გრიგოლიშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეის მე-15 ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობა შეაჯამა

იმედი

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო ე.წ. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: ე.წ. არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. იგი ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს და ვერ შეცვლის ცხინვალის რეგიონის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსს

ბექა ოდიშარია ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა ინტოქსიკაციის საკითხზე: სააგენტოში უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანები მუშაობენ, რომლებიც თავად არიან აქტიურად  ჩაბმულები საგამოძიებო პროცესში

ბექა ოდიშარია ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა ინტოქსიკაციის საკითხზე: სააგენტოში უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანები მუშაობენ, რომლებიც თავად არიან აქტიურად ჩაბმულები საგამოძიებო პროცესში

იმედი

19-20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით, ზოგან ძლიერი ინტენსივობის ნალექია მოსალოდნელი. ასევე შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება

19-20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით, ზოგან ძლიერი ინტენსივობის ნალექია მოსალოდნელი. ასევე შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება

იმედი