მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Deutsche Welle: მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში 30 დღის ვადით მზადყოფნის მაღალი რეჟიმი დააწესა - პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებსა და ბიზნესსექტორს ენერგორესურსების მაქსიმალური ეკონომიისკენ მოუწოდა
Deutsche Welle: მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში 30 დღის ვადით მზადყოფნის მაღალი რეჟიმი დააწესა - პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებსა და ბიზნესსექტორს ენერგორესურსების მაქსიმალური ეკონომიისკენ მოუწოდა

იმედი|imedinews.ge

მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში 30 დღის ვადით მზადყოფნის მაღალი რეჟიმი დააწესა - მიზეზი დიზელის საწვავის მიწოდების შეფერხება და მდინარე დნესტრში წყლის დონის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირება გახდა, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.

საწვავის კრიზისის შესახებ საჯარო განცხადება პირველად ასოციაცია „ფერმერთა ძალის“ ხელმძღვანელმა, ალექსანდრ სლუსარმა გააკეთა. DW-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან განმარტა, რომ მთავრობის დადგენილებამდე ათი დღით ადრე, სოფლის მეურნეობის სექტორიდან უკვე შემოდიოდა ცნობები დიზელის საწვავის უკმარისობის შესახებ.

შექმნილი ვითარებისადმი საზოგადოებრივი ყურადღების მოსაზიდად, მან საკითხი მედიის წინაშე დააყენა. სლუსარის თქმით, ამავდროულად დაიწყო საწვავზე საბითუმო ფასების ზრდაც. უკვე 26 ივლისს, კვირას, დიზელის დეფიციტი მასშტაბური გახდა - მოწოდების დაყოვნებამ 5-7 დღე შეადგინა, რაც მოსავლის აღებისა და საშემოდგომო ხვნა-თესვის პერიოდში სპეცტექნიკის იძულებით მოცდენას იწვევს.

სლუსარის შეფასებით, ხელისუფლების რეაგირება მართებული, თუმცა დაგვიანებული იყო. მან განმარტა, რომ მოლდოვის ბაზარს მხოლოდ სამი კომპანია ამარაგებს, საიდანაც ერთ-ერთი -„ლუკოილი“ - დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ქვეშაა.

„ამ გარემოების გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო პრევენციული ნაბიჯების გადადგმა და სეზონის დაწყებამდე, მოლდოვის მსგავსი მცირე სახელმწიფოსთვის, საწვავის რეზერვების წინასწარ შევსება“, - დასძენს სლუსარი.

ენერგეტიკის რეგულირების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსეი ტარანის განცხადებით, 28 ივლისის მდგომარეობით, საწვავის მონიტორინგის სისტემაში დიზელის გარეშე დარჩენილი 66 ავტოგასამართი სადგური დაფიქსირდა.

მარაგების ამოწურვის პარალელურად, მსგავსი სადგურების რიცხვი მატულობს. უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, არსებული რესურსი ქვეყანას დაახლოებით 8 დღის განმავლობაში ეყოფა. საწვავის შესყიდვის პროცესი გრძელდება, ხოლო ხელისუფლების ამოცანას მარაგების „სტაბილურ ნიშნულამდე“ - 12-13 დღემდე გაზრდა წარმოადგენს.

მთავრობის საგანგებო სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ვასილე ტოფანმა განაცხადა, რომ დიზელის საწვავის დეფიციტი სამი ერთდროული რეგიონული კრიზისის შედეგია. კერძოდ, ნოვოროსიისკის ტერმინალების დაზიანებამ შეაფერხა ყაზახური ნავთობის მიწოდება რუმინეთის უმსხვილეს გადამამუშავებელ საწარმო Petromidia-სთვის. აღსანიშნავია, რომ მოლდოვა რუმინეთზე სრულად ან ნაწილობრივ არის დამოკიდებული: აქედან ხორციელდება საავიაციო ნავთის იმპორტის თითქმის 100%, ბენზინის 99%, ხოლო დიზელისა და თხევადი გაზის 70-70%.

ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა ახლო აღმოსავლეთში არსებულმა კონფლიქტმა და დუნაისა და დნესტრის წყლის დონის კრიტიკულმა შემცირებამ. წყლის ნაკლებობის გამო, საწვავმზიდი ბარჟები სრული დატვირთვით მოძრაობას ვერ ახერხებენ.

შექმნილი ვითარების ფონზე, დიზელის საწვავის ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ლიტრზე 31 ლეი (დაახლოებით 1.5 ევრო) შეადგინა. ამის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებსა და ბიზნესსექტორს ენერგორესურსების მაქსიმალური ეკონომიისკენ მოუწოდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 198 სტატია.

  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ცოტნე ანანიძე მამუკა მდინარაძის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დანიშვნაზე: მხოლოდ ძალაუფლებისთვის მებრძოლი ოპოზიციის აღქმებშია რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობა დაქვეითებარუსთავი 2
  • ფინანსთა მინისტრი ინდოეთის ელჩს შეხვდაBM.GE
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →მთავრობის →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

El Pais: ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სახალხო დღესასწაულს „ხადორობა - 2026“-ს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სახალხო დღესასწაულს „ხადორობა - 2026“-ს დაესწრო

იმედი

Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობს

Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობს

იმედი

ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი ნაკადის გამო არმიის შეყვანასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვენ

ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი ნაკადის გამო არმიის შეყვანასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვენ

იმედი