
დღეიდან ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს
დღეიდან ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს, რომელიც პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდება.
საერთაშორისო საზღვაო ფორუმი, რომელიც ბათუმში პირველად 2016 წელს გაიმართა, საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებაა და საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის განმტკიცებას, „შუა დერეფნის“ განვითარების პოტენციალის წარმოჩენასა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გლობალურ დონეზე გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ეს არის რეგიონის ყველაზე მასშტაბური სადისკუსიო პლატფორმა საზღვაო და ლოგისტიკურ საკითხებზე, რომელიც წელს მთავარი სლოგანით იმართება: „სადაც ზღვები ხვდება დერეფნებს“. ფორუმი მნიშვნელოვნად მაღალი წარმომადგენლობითობით გამოირჩევა და აერთიანებს რეგიონის ქვეყნების მთავრობებს, საზღვაო სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინდუსტრიის ლიდერებს, ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. წელს ბათუმში ერთმანეთთან ინტერაქციის შესაძლებლობა რამდენიმე ათეული ქვეყნის 300-ზე მეტ დელეგატს შეეძლება. ფორუმს ბათუმი 7 და 8 სექტემბერს უმასპინძლებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge