
მონტენეგროში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს შერეულმა გუნდურმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
იმედი|imedinews.ge
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ევროპის ახალგაზრდული (U 20) ჩემპიონატი გაიმართა.
საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ძიუდოს შერეულმა გუნდურმა ნაკრებმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თურქეთის შერეული გუნდური ნაკრები დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა კი ინდივიდუალური ასპარეზობა ერთი მედლით დაასრულა: ლუკა ომანაძემ (-60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge