მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზელენსკი: თუ ომი ზამთარშიც გაგრძელდება, ჩვენ ზამთრის პაკეტზე ვამყარებთ იმედს, რომელიც დეტალურად განვიხილე სტივ უიტკოფთან, ჯარედ კუშნერთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან
ზელენსკი: თუ ომი ზამთარშიც გაგრძელდება, ჩვენ ზამთრის პაკეტზე ვამყარებთ იმედს, რომელიც დეტალურად განვიხილე სტივ უიტკოფთან, ჯარედ კუშნერთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან

ზელენსკი: თუ ომი ზამთარშიც გაგრძელდება, ჩვენ ზამთრის პაკეტზე ვამყარებთ იმედს, რომელიც დეტალურად განვიხილე სტივ უიტკოფთან, ჯარედ კუშნერთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან

იმედი|imedinews.ge

საუბარი მხოლოდ ომის დასრულების პოტენციურ პირობებს არ ეხებოდა, ჩვენ უკრაინის მოკლევადიანი მხარდაჭერის საკითხზეც ვისაუბრეთ, - განაცხადა კიევში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, საუბარი შეეხო უსაფრთხოების და ეკონომიკურ გარანტიებსაც.

„თუ ომი ზამთარშიც გაგრძელდება და ჯერჯერობით ასე ჩანს, ჩვენ ზამთრის პაკეტზე ვამყარებთ იმედს, რომელიც დღეს დეტალურად განვიხილე სტივ უიტკოფთან, ჯარედ კუშნერთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. აქტუალურ საკითხად რჩება ტერიტორიული საკითხიც. ასევე განვიხილეთ, უსაფრთხოების გარანტიები, ეკონომიკური გარანტიები, უკრაინის აღდგენის საკითხი. შევთანხმდით, რომ უკრაინული, ევროპული და ამერიკული მხარეები ერთმანეთს მალე შეხვდებიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში უკრაინის პრეზიდენტსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მოლაპარაკებები სამ რაუნდად გაიმართა და ბოლო რაუნდს საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა და ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია კიევში ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრაზე მივიდა მაისურით, რომელზეც ეწერა „კიევის რეჟიმი“

უკრაინის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია კიევში ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრაზე მივიდა მაისურით, რომელზეც ეწერა „კიევის რეჟიმი“

იმედი

სტივ უიტკოფი: მოსკოვში განვიხილეთ მრავალი იდეა, რომელიც აქ, კიევში ჩამოვიტანეთ. ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისებზე წასვლა და უთანხმოების აღმოფხვრა

სტივ უიტკოფი: მოსკოვში განვიხილეთ მრავალი იდეა, რომელიც აქ, კიევში ჩამოვიტანეთ. ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისებზე წასვლა და უთანხმოების აღმოფხვრა

იმედი

საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“გაიმარჯვა

საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“გაიმარჯვა

იმედი

დღეიდან ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს

დღეიდან ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს

იმედი