მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დიდი ბრიტანეთი საზღვარგარეთიდან პოლიტიკური დაფინანსების რეგულაციებს ამკაცრებს, „საეჭვო“ ფინანსური ნაკადების პრევენციის მიზნით
დიდი ბრიტანეთი საზღვარგარეთიდან პოლიტიკური დაფინანსების რეგულაციებს ამკაცრებს, „საეჭვო“ ფინანსური ნაკადების პრევენციის მიზნით

დიდი ბრიტანეთი საზღვარგარეთიდან პოლიტიკური დაფინანსების რეგულაციებს ამკაცრებს, „საეჭვო“ ფინანსური ნაკადების პრევენციის მიზნით

იმედი|imedinews.ge

ბრიტანეთმა უცხოეთიდან პოლიტიკური შემოწირულებების წესები გაამკაცრა. ცვლილებები არჩევნებზე უცხოური ფულის გავლენის აღკვეთას ისახავს მიზნად.

გასულ წელს მთავრობამ პოლიტიკაში უცხოური ფინანსური ჩარევის საკითხების გადახედვა ბრძანა მას შემდეგ, რაც პარტია „რეფორმის“ ყოფილი პოლიტიკოსი პრორუსული გამოსვლებისა და განცხადებების სანაცვლოდ ქრთამის აღების გამო დააპატიმრეს. კვლევამ აჩვენა, რომ ბრიტანეთი მუდმივი პრობლემის წინაშე დგას - უცხო ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, ჩინეთი და ირანი, ცდილობენ გავლენა ჰქონდეთ და ძირი გამოუთხარონ ქვეყნის დემოკრატიას. Reuters-ი წერს, რომ სწორედ ამან აიძულა მთავრობა ახალი წესები შემოეღო.

ეს ცვლილებები ემთხვევა პერიოდს, როდესაც საპარლამენტო სტანდარტების მარეგულირებელი ორგანო ანტისაიმიგრაციო პარტია „რეფორმის“ ლიდერის, ნაიჯელ ფარაჯის საქმეს იძიებს. კერძოდ, საუბარია იმაზე, უნდა დაედეკლარინებინა თუ არა მას 5 მილიარდი გირვანქა სტერლინგი, რომელიც ტაილანდში მცხოვრები კრიპტოვალუტის მილიარდერისგან პარლამენტის წევრობის კანდიდატად კენჭისყრის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მიიღო.

როგორც ბრიტანეთის მთავრობაში განმარტეს, ამიერიდან პოლიტიკური კანდიდატები ვალდებულნი იქნებიან დაადეკლარირონ კანდიდატობამდე მიღებული 2 230 გირვანქა სტერლინგზე მეტი ოდენობის შემოწირულება და დაამტკიცონ, რომ ნებისმიერი ასეთი დაფინანსება ლეგალური წყაროებიდან არის მიღებული.

გარდა ამისა, საზღვარგარეთიდან ბრიტანეთში გადასულ პირებს 100 000 გირვანქაზე მეტი შემოწირულების გაკეთება მხოლოდ მას შემდეგ შეეძლებათ, რაც ქვეყანაში მუდმივად ერთი წელი იცხოვრებენ.

კომპანიების შემოწირულებები კი შეფასდება მათი წარსული, გადასახადების შემდგომი წმინდა მოგების და არა საერთო შემოსავლის მიხედვით, რაც ხელს შეუწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ დონაცია მხოლოდ დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებულმა ლეგალურმა ბიზნესებმა შეძლონ.

ეს წესები ემატება მარტში გამოცხადებულ შეზღუდვებს, რომლებმაც საზღვარგარეთ მცხოვრები ბრიტანელების მიერ გაკეთებული შემოწირულებები წელიწადში 100 000 გირვანქა სტერლინგამდე შეამცირა და დააწესა აკრძალვა კრიპტოვალუტით შემოწირულებებზე მანამ, სანამ არ შეიქმნება მათი ეფექტური რეგულირების სისტემა.

„უცხოელი დონორებისთვის უფრო მკაცრი სტანდარტების და კანდიდატებისთვის მათი დაფინანსების წყაროს ვალდებულების დაწესებით, ჩვენ ვდგამთ მსოფლიო დონის მოწინავე ნაბიჯებს ჩვენი არჩევნების გამჭვირვალობის დასაცავად და საზღვარგარეთიდან მომავალ საფრთხეებთან დასაპირისპირებლად“, - განაცხადა საბინაო მეურნეობის, თემებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრმა სტივ რიდმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა