მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს

„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს

იმედი|imedinews.ge

„დიემჯი ჯგუფი” ოფიციალურად აანონსებს ყოფილი აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკებისა და „ლაგუნა ვერეს“ საკუთრებაში გადასვლას.

პროექტის მიზანია წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი სივრცის რეაბილიტაცია და მისი ქალაქის ურბანულ იერსახეში ჰარმონიული ინტეგრირება. ახალი პროექტის ფარგლებში, რომლის არქიტექტურულ კონცეფციაზეც მსოფლიოში აღიარებული ესპანური სტუდია Bofill Taller de Arquitectura იმუშავებს, საცხოვრებელ სახლებთან ერთად გათვალისწინებულია:

● „ლაგუნა ვერეს“ აღდგენა - ისტორიულ ფუნქციასთან ერთად, სივრცე დაუბრუნდება თბილისს; ● 1 ჰექტარი რეკრეაციული ზონის აღდგენა და ახალი ნარგავებით გამდიდრება; ● აბრეშუმისა და თამბაქოს ყოფილი ფაბრიკების ტერიტორიებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება.

პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდ ლარამდე აღწევს. მშენებლობის და შემდგომ პერიოდში კომპანია 1 000-მდე ადგილობრივი სპეციალისტის დასაქმებას გეგმავს.

„დიემჯი ჯგუფი” აცნობიერებს საზოგადოების მაღალ ინტერესს აღნიშნული ლოკაციის მიმართ და მზადყოფნას გამოთქვამს, პროექტის დეტალების დაზუსტებისთანავე პროცესი საზოგადოებისთვის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართოს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე აგვისტოს ომზე: თუ წინა ხელისუფლებამ იცოდა, რომ უდიდესი გამოწვევის წინაშე იდგა ქვეყანა და არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, ეს ძალიან მძიმე ფაქტი და უდიდესი დანაშაულია

კახა კალაძე აგვისტოს ომზე: თუ წინა ხელისუფლებამ იცოდა, რომ უდიდესი გამოწვევის წინაშე იდგა ქვეყანა და არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, ეს ძალიან მძიმე ფაქტი და უდიდესი დანაშაულია

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს პაატა კილაძე უხელმძღვანელებს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს პაატა კილაძე უხელმძღვანელებს

იმედი

ქობულეთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

ქობულეთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

იმედი

გურამ მაჭარაშვილი კირცხალიას წერილზე: თურმე საქართველოს ოკუპირება არაფერია და უკრაინაში რომ შეიჭრა რუსეთი, მაშინ უკვე საჭიროა ანტირუსული პროპაგანდა

გურამ მაჭარაშვილი კირცხალიას წერილზე: თურმე საქართველოს ოკუპირება არაფერია და უკრაინაში რომ შეიჭრა რუსეთი, მაშინ უკვე საჭიროა ანტირუსული პროპაგანდა

იმედი