
დიმიტრი ხუდაძე გვარამიაზე: ჩვენ არ გვიკვირს და არც უნდა გვიკვირდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი არქიტექტორის ძალადობის და დევნის
ჩვენ არ გვიკვირს და არც უნდა გვიკვირდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი არქიტექტორის ძალადობის და დევნის, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი და მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე ნიკა გვარამიას მხრიდან ნინო წილოსანის მიმართ საჯაროდ გამოთქმულ მუქარას.
მისი თქმით, გვარამიას მხრიდან ასეთი ტიპის მუქარა კიდევ ერთხელ არის დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი წევრები ვერ მიხვდნენ რატომ ჩამოაცილა ისინი ხელისუფლებას საზოგადოებამ.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი წევრები ვერაფერს ვერ მიხვდნენ - რატომ ჩამოაცილა ისინი ხელისუფლებას საზოგადოებამ. ასევე მინდა ნიკა გვარამიას ვუთხრა, მისი ეს სურვილი ახდენადი არ არის, იმიტომ რომ მათ საზოგადოება ხელისუფლებაში არ მოუშვებს და ის ძალადობა არის ცუდი, მაგრამ უკვე წარსული“, - განაცხადა ხუნდაძემ.
ნიკა გვარამია ნინო წილოსანს გუშინ ტელეეთერით დაემუქარა. გვარამია ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბევრ რაიმეს ათქმევინებს კონკრეტულ ადამიანებზე. აქვე მოუწოდებს, რომ მისთვის ჯობს ახლა ჩუმად იყოს.
იმედი
წყარო: imedinews.ge