მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დისკუსიები აქტუალურ საკითხებზე და თემატური სესიები - თბილისის მდგრადი განვითარების მე-16 ფორუმი მუშაობა დაასრულა
დისკუსიები აქტუალურ საკითხებზე და თემატური სესიები - თბილისის მდგრადი განვითარების მე-16 ფორუმი მუშაობა დაასრულა

დისკუსიები აქტუალურ საკითხებზე და თემატური სესიები - თბილისის მდგრადი განვითარების მე-16 ფორუმი მუშაობა დაასრულა

იმედი|imedinews.ge

თბილისის მდგრადი განვითარების რიგით მე-16 რეგიონული ფორუმის მეორე დღე სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე დისკუსიებსა და თემატურ სესიებს ეთმობა.

დღის წესრიგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ჯანსაღი ქალაქი, სპორტული, მწვანე და სარეკრეაციო სივრცეების გავლენა ბავშვის ადრეულ განვითარებასა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ასევე განიხილება ტურიზმის თანამედროვე ტენდენციები, დემოგრაფიული პროცესები და მიგრაციის საკითხები.

„მე ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ამ ფორუმით. ვფიქრობ, მისი მთავარი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ მან ბევრი ადამიანი გააერთიანა. ადამიანები ჩამოვიდნენ ევროპიდან, მთელი მსოფლიოდან, ვაშინგტონიდან და იაპონიიდანაც კი, რაც შესანიშნავია. მაგრამ ჩემი აზრით, განსაკუთრებით შთამაგონებელია იმის დანახვა, რომ ქართველები მზად არიან, მოუსმინონ და ისწავლონ სხვებისგან, ამასთან, ისწავლონ არა მხოლოდ ის, რაც სხვებმა სწორად გააკეთეს, არამედ ისიც, რაც არასწორად გამოვიდა, რადგან ევროპაში ბევრი რამ გაგვიკეთებია, რაც ალბათ შეცდომა იყო. ჩემი რჩევა ქართველებისთვის ის არის, რომ დააკვირდით, ისწავლეთ, მაგრამ არ იფიქროთ, რომ თუ რაღაც ევროპაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთდა, აუცილებლად სწორია”, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების კომოდორმა, Seltic Sea Power-ის ყოფილმა თავმჯდომარემ სტივ ჯერმიმ.

„ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები კარგია. ბევრი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად განვითარდება სავაჭრო და ბიზნეს კავშირები, რადგან ჩემი აზრით, სწორედ ეს სფეროა გავლენიანი ამერიკის პოლიტიკის განსაზღვრაში. მსოფლიოს მთავრობები ყოველთვის არ მიჰყვებიან საკუთარი ხალხის სურვილებს. მაგრამ ვფიქრობ, თუ საქართველო შეინარჩუნებს მჭიდრო კავშირს იმას შორის, რაც ხალხს სურს და რაც მთავრობის პოლიტიკაა, განსაკუთრებით მშვიდობის ხელშეწყობის საკითხში, ის ბევრ მხარდაჭერასა და მოკავშირეს შეიძენს სხვა ქვეყნებში ხალხსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის, თუნდაც, ეს ყოველთვის არ ეხებოდეს მთავრობებს. ეს კარგი პოლიტიკაა და ვფიქრობ, მომავალი ეკუთვნის იმ ქვეყნებს, მთავრობებსა და პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც მშვიდობას უწყობენ ხელს, რადგან ალტერნატივა მთელი მსოფლიოსთვის ძალიან ცუდია“, - განაცხადა პოლიტოლოგიის პროფესორმა, მშვიდობისა და დიპლომატიის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა ნიკოლაი პეტრომ.

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი, რომელიც გუშინ გაიხსნა, 20-მდე ქვეყნიდან 1000-მდე სტუმარი ესწრება.

დეტალებით ანუკი ჩხიკვაძე „ქრონიკაში“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 223 სტატია.

  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირირუსთავი 2
  • თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებსBM.GE
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →მუშაობს →

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი