მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დონალდ ტრამპი: „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები - ბევრ შემთხვევაში ძალიან, ძალიან ცნობილი ადამიანების ჯგუფი ჩვენს სადაზვერვო სააგენტოში, აქტიურად მუშაობდნენ იმისთვის, რომ ჩაეხშოთ და შეემცირებინათ ინფორმაცია ჩინეთის მიერ არჩევნებში ჩარევის მასშტაბების შესახებ
დონალდ ტრამპი: „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები - ბევრ შემთხვევაში ძალიან, ძალიან ცნობილი ადამიანების ჯგუფი ჩვენს სადაზვერვო სააგენტოში, აქტიურად მუშაობდნენ იმისთვის, რომ ჩაეხშოთ და შეემცირებინათ ინფორმაცია ჩინეთის მიერ არჩევნებში ჩარევის მასშტაბების შესახებ

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთი დაადანაშაულა იმაში, რომ ქვეყნის ხელისუფლება აშშ-ის არჩევნების შედეგებზე გავლენას ცდილობდა. ტრამპის თქმით, ჩინეთი 2018 წელს კონგრესის შუალედურ არჩევნებში, ხოლო 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ცდილობდა ჩრევას. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, აშშ-ის ლიდერის მიჩნევით, პეკინი არჩევნებში მისი დამარცხების მიღწევას ესწრაფვოდა.

გარდა ამისა, ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთმა მოიპოვა წვდომა აშშ-ის 220 მილიონი ამომრჩევლის მონაცემებზე. მან ამას „ისტორიაში ამომრჩეველთა მონაცემების ყველაზე მასშტაბური გაჟონვა“ უწოდა, რომელიც მოიცავს სახელებს, მისამართებს, ტელეფონის ნომრებს, პარტიულ კუთვნილებასა და არჩევნებზე რეგისტრაციისთვის საჭირო სხვა ინფორმაციას.

პეკინმა ტრამპის ბრალდებები უარყო. ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმა განაცხადა: „ჩინეთი არასოდეს ჩარეულა და არასოდეს ჩაერევა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში“.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ამერიკის სადაზვერვო სამსახურების ზოგიერთი თანამშრომელი აშშ-ის ხელმძღვანელობას უმალავდა ცნობებს არჩევნებში უცხოური ჩარევის შესახებ. მან „დიფ სთეიტის“ წარმომადგენლები პრეზიდენტისა და აშშ-ის მოსახლეობისგან ამ ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულა და ამ სიტუაციის გამოძიება მოითხოვა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გამოაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემები, რომლებიც აშშ-ის საარჩევნო სისტემაში არსებულ „შოკისმომგვრელ მოწყვლადობებს“ ააშკარავებს,გასაიდუმლოებული აღარ იქნება.

„ტრაგედიას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ დოკუმენტების მეორე პაკეტი, რომელსაც ახლა ვასაჯაროებთ, ააშკარავებს, რომ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები - ბევრ შემთხვევაში ძალიან, ძალიან ცნობილი ადამიანების ჯგუფი ჩვენს სადაზვერვო სააგენტოში, აქტიურად მუშაობდნენ იმისთვის, რომ ჩაეხშოთ და შეემცირებინათ ინფორმაცია ჩინეთის მიერ არჩევნებში ავბედითი ჩარევის მასშტაბების შესახებ. ისინი ამას მალავდნენ როგორც პრეზიდენტისგან, ისე ამერიკელი ხალხისგან ისეთი გზებით, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა“, - განაცხადა ტრამპმა.

ტელეკომპანია CNN იტყობინება, რომ წინასწარ გაეცნო უკვე გამოქვეყნებულ დოკუმენტებს. მათში ნახსენებია ამერიკული საარჩევნო სისტემის უკვე ცნობილი პოტენციური მოწყვლადობები. თავის მხრივ, Reuters-ი აღნიშნავს, რომ მანამდე ამერიკულ დაზვერვას აშშ-ის არჩევნებზე, მათ შორის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, პეკინის გავლენის მტკიცებულებები არ აღმოუჩენია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 182 სტატია.

  • დონალდ ტრამპი ირანზე: ლიდერები აღარ ჰყავთ, მათი საზენიტო სისტემები სრულად განადგურდა, ისინი მტკიცე და ძლიერი, თუმცა ძალიან ბოროტი ადამიანები არიანრუსთავი 2
  • ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი გადაარქვა და "ამერიკის ტბა" უწოდაBM.GE
  • დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადაფორმულა
  • სასამართლომ უკანონოდ ცნო ტრამპის სავიზო აკრძალვა, რომელიც საქართველოსაც ეხებოდანეტგაზეთი
ტრამპის →

მსგავსი სტატიები

ირაკლი კირცხალია: ვმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი - ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე

ირაკლი კირცხალია ლევან მაჭავარიანის განცხადებაზე: უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რამხელა მანქანა მუშაობდა და ახლაც ცდილობს იმუშაოს, რომ ქვეყანაში რეალურ სუვერენიტეტსა და რეალურ დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ

უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: კირილო ბუდანოვს ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრისთვის იშვიათი თვისება გამოარჩევდა, სკანდალებისგან თითქმის შეუბღალავი რეპუტაცია - მიუხედავად ამისა, სამხედრო სფეროდან პოლიტიკაში გადასვლიდან ცხრა თვეში, ბუდანოვი სკანდალში გაეხვა

ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოებისა“ და ფსევდო ლიბერალი აქტივისტების მორიგი მხილება - ლევან მაჭავარიანის ვრცელი ანალიზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოებისა“ და ფსევდო ლიბერალი აქტივისტების მორიგი მხილება - ლევან მაჭავარიანის ვრცელი ანალიზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი