მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დონალდ ტრამპი: კატეგორიულად ვითხოვ, რომ რეგიონის ყველა ქვეყანამ დაუყოვნებლივ მოაწეროს ხელი „აბრაამის შეთანხმებებს“ და თუ ირანი გააფორმებს ხელშეკრულებას ჩემთან, დიდი პატივი იქნება, რომ ისინიც გახდნენ ამ უპრეცედენტო მსოფლიო კოალიციის ნაწილი
დონალდ ტრამპი: კატეგორიულად ვითხოვ, რომ რეგიონის ყველა ქვეყანამ დაუყოვნებლივ მოაწეროს ხელი „აბრაამის შეთანხმებებს“ და თუ ირანი გააფორმებს ხელშეკრულებას ჩემთან, დიდი პატივი იქნება, რომ ისინიც გახდნენ ამ უპრეცედენტო მსოფლიო კოალიციის ნაწილი

დონალდ ტრამპი: კატეგორიულად ვითხოვ, რომ რეგიონის ყველა ქვეყანამ დაუყოვნებლივ მოაწეროს ხელი „აბრაამის შეთანხმებებს“ და თუ ირანი გააფორმებს ხელშეკრულებას ჩემთან, დიდი პატივი იქნება, რომ ისინიც გახდნენ ამ უპრეცედენტო მსოფლიო კოალიციის ნაწილი

იმედი|imedinews.ge

ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები შესანიშნავად მიმდინარეობს! ეს იქნება ან დიდი გარიგება ყველასთვის, ან საერთოდ არანაირი გარიგება - დავუბრუნდებით ბრძოლის ველსა და სროლას, მაგრამ იმაზე უფრო მასშტაბურად და ძლიერად, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ეს კი არავის სურს, - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონის ლიდერებთან გამართული ვრცელი მოლაპარაკებების შემდეგ, რამდენიმე საკვანძო ქვეყნისთვის „აბრაამის შეთანხმებებზე“ ერთდროულად მიერთება სავალდებულო უნდა გახდეს. ტრამპის თქმით, ეს მოთხოვნა მან პირადად გააჟღერა საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, თურქეთის, ეგვიპტის, იორდანიის, ბაჰრეინისა და პაკისტანის უმაღლეს ლიდერებთან საუბარში, რათა ირანთან მიმდინარე მორიგებას უფრო მასშტაბური და ისტორიული ხასიათი მიეცეს.

„შესაძლოა, ერთს ან ორს ჰქონდეს ამაზე უარის თქმის მიზეზი და ეს მისაღები იქნება, მაგრამ უმრავლესობა მზად, მოწადინებული და უნარიანი უნდა იყოს, რომ ირანთან ეს მორიგება ბევრად უფრო ისტორიულ მოვლენად აქციოს, ვიდრე ის სხვა შემთხვევაში იქნებოდა“, - წერს ტრამპი.

მან ასევე აღნიშნა, რომ „აბრაამის შეთანხმებებმა“ მასში ჩართული ქვეყნებისთვის (არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, მაროკო, სუდანი და ყაზახეთი) ფინანსური, ეკონომიკური და სოციალური აფეთქება გამოიწვია, კონფლიქტისა და ომის ამ პერიოდშიც კი.

„ეს პროცესი საუდის არაბეთისა და კატარის მიერ შეთანხმებების დაუყოვნებლივი ხელმოწერით უნდა დაიწყოს, სხვები კი მათ მაგალითს უნდა მიჰყვნენ. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, არ უნდა იყვნენ ამ გარიგების ნაწილი, რადგან ეს ცუდ განზრახვაზე მიუთითებს. ზემოთ ნახსენები მრავალი დიდი ლიდერისაგან მსმენია, რომ როგორც კი ჩვენს დოკუმენტს ხელი მოეწერება, მათთვის დიდი პატივი იქნება ირანის ისლამური რესპუბლიკის ხილვა „აბრაამის შეთანხმებების“ ნაწილად. ვაუ, აი ეს კი მართლაც განსაკუთრებული რამ იქნება!

ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელსაც ეს დიდი, მაგრამ მუდმივად კონფლიქტში მყოფი ქვეყნები ოდესმე მოაწერენ ხელს. მას წარსულში ან მომავალში ვერაფერი გადააჭარბებს. ამიტომ, მე კატეგორიულად ვითხოვ, რომ ყველა ქვეყანამ დაუყოვნებლივ მოაწეროს ხელი „აბრაამის შეთანხმებებს“ და თუ ირანი გააფორმებს ხელშეკრულებას ჩემთან, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დიდი პატივი იქნება, რომ ისინიც გახდნენ ამ უპრეცედენტო მსოფლიო კოალიციის ნაწილი. ახლო აღმოსავლეთი იქნებოდა გაერთიანებული, ძლიერი და ეკონომიკურად მტკიცე, ისე, როგორც შესაძლოა არცერთი სხვა რეგიონი მსოფლიოში!

ვთხოვ ჩემს წარმომადგენლებს, დაიწყონ და წარმატებით დაასრულონ ამ ქვეყნების უკვე ისტორიულ „აბრაამის შეთანხმებებში“ გაწევრიანების პროცესი“, - წერს თეთრი სახლის ლიდერი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებზე ვისაუბრეთ - ზელენსკიBM.GE
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავარუსთავი 2
ტრამპი →შეთანხმება →ირანის →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი