
ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებზე ვისაუბრეთ - ზელენსკი
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და მას მედიის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. პრეზიდენტებს შეხვედრის შემდეგ საჯარო განცხადებები არ გაუკეთებიათ.
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ზელენსკიმ თეთრი სახლი დატოვა მას შემდეგ, რაც ოვალური კაბინეტის შეხვედრაზე ერთ საათზე მეტი გაატარა.
უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა და მას „კარგი შეხვედრა“ უწოდა. მისი თქმით, ტრამპთან საუბრის ერთ-ერთი საკითხი Patriot-ის რაკეტების საწარმოებლად საჭირო ლიცენზიები და უკრაინისთვის შესაძლო სხვა მხარდაჭერის გზები იყო.
„კარგი შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ კაბინეტში. მადლობა ყველაფრისთვის, რასაც ერთად ვაკეთებთ უკრაინელების სიცოცხლის დასაცავად და მშვიდობის წინსვლისთვის. პირველ რიგში, პრეზიდენტ ტრამპს ლინდსი გრემის გარდაცვალების გამო ჩვენი სამძიმარი გადავეცი. ის უკრაინის ნამდვილი მეგობარი იყო.
პრეზიდენტმა და მე განვიხილეთ Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიები და რამდენიმე სხვა იდეა, რომელიც შეიძლება დაგვეხმაროს. ასევე ვისაუბრეთ დიპლომატიურ ძალისხმევაზე მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიური პროცესი განახლდეს. ჩვენი გუნდები მოაწყობენ მათი შემდგომი კომუნიკაციის დეტალებს. მადლობელი ვარ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის“, - წერს ზელენსკი.
Reuters-ის ინფორმაციით, Patriot-ის ჩამჭრელი რაკეტები უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც კიევი აცხადებს, რომ რუსეთი ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით შეტევებს აძლიერებს.
BM.GE
წყარო: bm.ge