მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დონალდ ტრამპი საარჩევნო რეფორმის დაუყოვნებლივ მიღებას ითხოვს
დონალდ ტრამპი საარჩევნო რეფორმის დაუყოვნებლივ მიღებას ითხოვს

დონალდ ტრამპი საარჩევნო რეფორმის დაუყოვნებლივ მიღებას ითხოვს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც უზენაესი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების კრიტიკასთან ერთად, საარჩევნო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტის, SAVE AMERICA ACT-ის დაუყოვნებლივ მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ტრამპის თქმით, მიუღებელია პრაქტიკა, როდესაც ხმების დათვლა არჩევნების დასრულებიდან ხანგრძლივი დროის შემდეგაც გრძელდება. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე „კომუნისტური მოძრაობის“ ფონზე, რომელიც, მისი შეფასებით, ისტორიულ საფრთხეებსაც კი აღემატება, აუცილებელია საარჩევნო პროცესის მკაცრი რეგულაციებით გამკაცრება.

ტრამპის მიერ ინიცირებული SAVE AMERICA ACT-ი სამ ძირითად მოთხოვნას აერთიანებს:

ყველა ამომრჩეველს უნდა მოეთხოვებოდეს პირადობის დამადასტურებელი ფოტოსურათიანი დოკუმენტის წარდგენა. ყველა ამომრჩეველმა უნდა დაადასტუროს აშშ-ის მოქალაქეობა. ფოსტით ხმის მიცემა უნდა აიკრძალოს, გარდა ავადმყოფობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სამხედრო სამსახურში ყოფნის ან მივლინების შემთხვევებისა.

პრეზიდენტი კატეგორიულია აღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მათ წინააღმდეგობას მხოლოდ „გაყალბების სურვილი“ შეიძლება ედოს საფუძვლად.

ტრამპმა აღნიშნა, რომ წარმომადგენელთა პალატამ ეს კანონპროექტი უკვე სამჯერ დაამტკიცა, თუმცა სენატი მის მიღებას აფერხებს. მან კონკრეტულად დაასახელა ხუთი „რესპუბლიკელი“ სენატორი - ლიზა მურკოვსკი, სიუზან კოლინზი, ტომ ტილისი, ბილ კესიდი და მიტჩ მაკკონელი - და მათ, „დემოკრატებთან“ ერთად, „ქვეყნის გადარჩენის“ მიზნით, კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„აღარ შეიძლება მეტი საბაბის მოძებნა!“ - წერს დონალდ ტრამპი თავის მიმართვაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 194 სტატია.

  • ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთში დიზელის ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოსფორმულა
  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს და გრენლანდიაში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას დებს - Euronewsრუსთავი 2
  • ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრატვ პირველი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი