მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დონალდ ტრამპის მტკიცებით, მას ირანში არსებული ხიდების განადგურება ერთ საათში შეუძლია
დონალდ ტრამპის მტკიცებით, მას ირანში არსებული ხიდების განადგურება ერთ საათში შეუძლია

დონალდ ტრამპის მტკიცებით, მას ირანში არსებული ხიდების განადგურება ერთ საათში შეუძლია

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ, თუ ის ირანის დაბომბვის განახლებას კვლავ დააპირებს, პრაქტიკულად ერთ საათში ყველა ხიდს გაანადგურებს.

გარდა ამისა, როგორც ტრამპმა აღნიშნა, ხიდების შემდეგ მას ირანში ჰიდროელექტროსადგურების განადგურებაც შეუძლია.

„თუ საქმის ბოლომდე მიყვანას დავუბრუნდები, როგორც ამას ზოგიერთი ითხოვს, ხიდებზე იერიშებს მოვაწყობ და ძალიან მარტივად, ერთ საათზე ნაკლებ დროში მათ უმეტესობას გავანადგურებ. იცით, ხიდის აშენებას მათ 10 წელი სჭირდებათ. ხიდების მშენებლობას ყველაზე მეტი დრო მიაქვს. მეორე ადგილზე კი ელექტროსადგურებია. ელექტროსადგურების განადგურება ერთ დღეში შემიძლია. მათი არცერთი ელექტროსადგური აღარ იარსებებს“, - განაცხადა ტრამპმა.

თუმცა, როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, ირანში მცხოვრებ 91 მილიონ ადამიანს ელექტროენერგიისა და ხიდების გარეშე ყოფნა მოუწევს, რაც ძალიან ფაქიზი თემაა.

„ვფიქრობ, 91 მილიონ ადამიანს მოუწევს ცხოვრება ელექტროენერგიისა და ხიდების გარეშე. ეს კი ძალიან, ძალიან ფაქიზი ბალანსია. მათ იციან, რომ, თუ შეთანხმებას არ მიაღწევენ, ამას გავაკეთებ. ხიდები უბრალოდ აღარ იარსებებს - პირდაპირი მნიშვნელობით. ორ საათზე ნაკლებ დროში, ვიტყოდი, რომ ძირითადი ხიდების უმეტესობა განადგურდება. ელექტროსადგურები კი - ერთ დღეში. თუ ამის თავიდან აცილება შემიძლია, მირჩევნია, ავიცილო“, - თქვა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 183 სტატია.

  • ტრამპმა ჰუსიტებზე იერიშის მიტანაზე საუდის არაბეთის პრინცს უარი უთხრაBM.GE
  • აშშ-ის კონგრესმენის თქმით სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება ტრამპის ვადაში შედგებაფორმულა
  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს და გრენლანდიაში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას დებს - Euronewsრუსთავი 2
  • ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრატვ პირველი
ტრამპის →ირანის →

მსგავსი სტატიები

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი