მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპმა ჰუსიტებზე იერიშის მიტანაზე საუდის არაბეთის პრინცს უარი უთხრა
ტრამპმა ჰუსიტებზე იერიშის მიტანაზე საუდის არაბეთის პრინცს უარი უთხრა

ტრამპმა ჰუსიტებზე იერიშის მიტანაზე საუდის არაბეთის პრინცს უარი უთხრა

BM.GE11 სექტემბერი, 2026, 22:07|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანს უარი უთხრა ჰუსიტებზე სამხედრო იერიშების დაწყებაზე.

საუდელმა ლიდერმა ამერიკელ კოლეგას ხუთშაბათს ორჯერ დაურეკა და მოწინააღმდეგის წინააღმდეგ პირდაპირი დარტყმების განხორციელება სთხოვა. თუმცა როგორც Axios-ი ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია ჰუსიტების წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო ზომების მიღებას, ამ ეტაპზე, არ აპირებს.

საყურადღებოა, რომ Reuters-მა ამ მონაცემების დამოუკიდებლად გადამოწმება ამ დრომდე ვერ შეძლო. ოფიციალურ კომენტარზე უარი თქვეს როგორც თეთრმა სახლმა, ისე საუდის არაბეთის საელჩომ ვაშინგტონში.

ჯერჯერობით ცნობილია ის, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლება იემენში კონფლიქტის სწრაფი ესკალაციის გამო შეშფოთება გამოთქვა.

მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ პირდაპირ დარტყმებზე უარის თქმის პარალელურად, თეთრმა სახლმა საუდის არაბეთში აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური ადმირალი ბრედ კუპერი გადაუდებელი საკოორდინაციო მოლაპარაკებების ჩასატარებლად გაგზავნა, თუმცა უცნობია, რა შედეგს გამოიღებს ეს ვიზიტი.

ცნობისთვის, საუდის არაბეთი წითელ ზღვაში ნაოსნობის ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად საერთაშორისო კოალიციის შექმნას ივლისიდან მოყოლებული ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით შტატების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 142 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

საუდის არაბეთმა სინგაპურში ნავთობის შენახვის გადაწყვეტილება მიიღო

საუდის არაბეთმა სინგაპურში ნავთობის შენახვის გადაწყვეტილება მიიღო

BM.GE

წელს გაიზარდა დიდი ბრენდული სასტუმროების დატვირთულობა და ფასიც - TBC Capital

წელს გაიზარდა დიდი ბრენდული სასტუმროების დატვირთულობა და ფასიც - TBC Capital

BM.GE

9 თვეში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა გაეზარდა - რა მოცულობის ტვირთები მოძრაობს ნავსადგურში?

9 თვეში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა გაეზარდა - რა მოცულობის ტვირთები მოძრაობს ნავსადგურში?

BM.GE

MTA საბაგიროების აბონემენტების გაყიდვის წესს ცვლის - ბილეთები მხოლოდ ონლაინ პლატფორმაზე გაიყიდება

MTA საბაგიროების აბონემენტების გაყიდვის წესს ცვლის - ბილეთები მხოლოდ ონლაინ პლატფორმაზე გაიყიდება

BM.GE