მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დონალდ ტრამპმა ტაივანის პრეზიდენტთან საუბარი დააანონსა
დონალდ ტრამპმა ტაივანის პრეზიდენტთან საუბარი დააანონსა

დონალდ ტრამპმა ტაივანის პრეზიდენტთან საუბარი დააანონსა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ტაივანის ლიდერ ლაი ცინდესთან იარაღის შესაძლო მიყიდვის თაობაზე გამართავს საუბარს, რაც დიპლომატიური ტრადიციიდან მკვეთრი გადახვევა იქნება.

აშშ-ისა და ტაივანის ლიდერებს შორის პირდაპირი კომუნიკაცია 1979 წლის შემდეგ არ შემდგარა - მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ტაივანთან ოფიციალური კავშირები გაწყვიტა, რათა პეკინის მთავრობა ეღიარებინა.

ოთხშაბათს დასმულ კითხვაზე - გეგმავს თუ არა ლაისთან საუბარს აშშ-ის მიერ იარაღის მიყიდვაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ტრამპმა განაცხადა: „მე მას დაველაპარაკები. ყველას ველაპარაკები... ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე, ტაივანის პრობლემაზე“.

მან ასევე ხაზი გაუსვა თავის „საოცარ“ ურთიერთობას ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან, გასულ კვირას პეკინში გამართული ორდღიანი სამიტის ფონზე. ტრამპმა აღნიშნა, რომ მას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, განხორციელდება თუ არა ტაივანისთვის 14 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის პაკეტის მიყიდვა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობასა და საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებს მოიცავს.

პეკინი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. ლაი, რომელმაც თანამდებობა 2024 წელს დაიკავა და კუნძულის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად კამპანიას აწარმოებს. აშშ დიდი ხანია მხარს უჭერს ტაივანს და ვაშინგტონს კუნძულის თავდაცვის საშუალებებით უზრუნველყოფას 1979 წელს მიღებული კანონი ავალდებულებს. თეთრ სახლს ამ ვალდებულების ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნებასთან ბალანსირება უწევს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 194 სტატია.

  • ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთში დიზელის ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოსფორმულა
  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს და გრენლანდიაში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას დებს - Euronewsრუსთავი 2
  • ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრატვ პირველი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა