მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დონალდ ტუსკმა აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ მისი ქვეყანა არ მიიწვიეს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის ლიდერების სამიტზე, რომელიც 7 ივნისს ლონდონში გაიმართა
დონალდ ტუსკმა აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ მისი ქვეყანა არ მიიწვიეს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის ლიდერების სამიტზე, რომელიც 7 ივნისს ლონდონში გაიმართა

დონალდ ტუსკმა აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ მისი ქვეყანა არ მიიწვიეს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის ლიდერების სამიტზე, რომელიც 7 ივნისს ლონდონში გაიმართა

იმედი|imedinews.ge

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ მისი ქვეყანა არ მიიწვიეს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის ლიდერების სამიტზე, რომელიც 7 ივნისს ლონდონში გაიმართა.

პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ პოლონეთი პატივს არ სცემს იმ გადაწყვეტილებებს, რომელთა განხილვაშიც ის არ მონაწილეობს, რაც უკრაინის ომის შესახებ მოლაპარაკებებს ეხება. ამის შესახებ ტუსკმა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს სამშაბათს გამართული სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

„დღეს დილით ხანგრძლივი საუბარი მქონდა კანცლერ მერცთან, რომელმაც განმარტა თავისი მოტივები და დეტალურად გადმოსცა ლონდონში გამართული მოლაპარაკებების მსვლელობა. მე ვუთხარი, რომ პოლონეთის თვალსაზრისით, ჩვენ პატივს არ ვცემთ არანაირ შეთანხმებას, რომელშიც პოლონეთი არ მონაწილეობს, ანუ ისინი ჩვენთვის სავალდებულო არ იქნება, ხოლო პოლონეთი აბსოლუტურად აუცილებელი რგოლია უკრაინისა და რეგიონის მომავალზე სერიოზული დისკუსიებისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.

ტუსკმა განაცხადა, რომ ორშაბათს ასევე ესაუბრა იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის, რომელიც „აღფრთოვანებული არ არის ისეთი ფორმატის არსებობით, როგორიც E3-ია“.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში მოეწყობა შეხვედრა „ხუთეულის“ ფორმატში, პოლონეთისა და იტალიის მონაწილეობით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 242 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება