
დუეინ ჯონსონმა ქალიშვილებისთვის სიმღერა ჩაწერა და მუსიკალური კარიერა წამოიწყო
ჰოლივუდის ვარსკვლავმა და ყოფილმა რესლერმა, დუეინ ჯონსონმა ოფიციალურად გამოუშვა ახალი სინგლი Your Dad. ქანთრის სტილში შესრულებული ემოციური ბალადა მსახიობმა თავის ქალიშვილებს მიუძღვნა.
სიმღერის თანაავტორი 2023 წლის American Idol-ის გამარჯვებული, იამ ტონგია. ტრეკი შევიდა პროექტის Moana: Voices Across the Ocean ალბომში.
Rolling Stone-თან ინტერვიუში ჯონსონმა აღნიშნა, რომ მუსიკა მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი საყრდენი იყო.
„ეს სიმღერა ჩემგან ჩემი ქალიშვილებისთვის გზავნილია. აქ არ არის არანაირი წნეხი ან მოლოდინი გაყიდვებსა თუ რეიტინგებზე - ეს უბრალოდ გულიდან მოდის. ჩემს ოჯახში და ზოგადად პოლინეზიურ კულტურაში, სიმღერა და ცეკვა ყოველდღიურობის ნაწილია“, - განმარტა მან.
სიმღერასთან ერთად გამოვიდა ვიდეორგოლიც, რომელშიც ჯონსონის ოჯახური, არქივებიდან აღებული ვიდეოებია გამოყენებული. მსახიობი სამომავლოდ ტრადიციული ქანთრისა და სოულ-მუსიკის მიმართულებით კიდევ რამდენიმე პროექტის გამოშვებას გეგმავს.
იმედი
წყარო: imedinews.ge