მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დუშეთის სატყეო უბნის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
დუშეთის სატყეო უბნის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

დუშეთის სატყეო უბნის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

იმედი|imedinews.ge

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთის სატყეო უბნის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

ტყესთან დაკავშირებული სერვისების მიღების გამარტივების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 10 ადმინისტრაციული შენობა მოეწყობა, რაც შესაძლებლობას მისცემს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, კერძო სექტორს, საჭირო ინფორმაცია და მომსახურება ადგილზე მიიღონ. გასულ წელს აშენდა ახალი ადმინისტრაციული შენობები ონსა და სადმელში ხოლო, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა ლენტეხში, მცხეთაში, ასპინძაში, ზესტაფონსა და საჩხერეში.

„შესაბამისი სამუშაო პირობების გაუმჯობესების, სატყეო სამსახურების გაძლიერების და, ამავდროულად, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სატყეო სააგენტოს სერვისებით შეუფერხებლად სარგებლობის მიზნით, გარემონტდა და აღიჭურვა რეგიონული სატყეო სამსახურების ოფისები ცხრავე რეგიონში. სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, სერვისებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება და გაძლიერება სატყეო რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

იმედი

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი