
ძალადობის ფაქტებზე დაკავებული ყოფილი და მოქმედი ძალოვანებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს
იმედი|imedinews.ge
2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაკავებული 5 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აღნიშნულ საქმეებზე სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე შსს-ს დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge