მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკა სეფაშვილი: ძალოვანი სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობა დადებითად აისახება ქვეყნის მართვაზე და უკეთეს შედეგებს მოიტანს, ვიდრე ცალკეული უწყებების დამოუკიდებელი მოქმედება
ეკა სეფაშვილი: ძალოვანი სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობა დადებითად აისახება ქვეყნის მართვაზე და უკეთეს შედეგებს მოიტანს, ვიდრე ცალკეული უწყებების დამოუკიდებელი მოქმედება

ეკა სეფაშვილი: ძალოვანი სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობა დადებითად აისახება ქვეყნის მართვაზე და უკეთეს შედეგებს მოიტანს, ვიდრე ცალკეული უწყებების დამოუკიდებელი მოქმედება

იმედი|imedinews.ge

ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„ვფიქრობ, ქვეყანა გაცილებით მეტ დადებით შედეგს მიიღებს, ვიდრე აქამდე იყო. თუმცა არ ვთვლი, რომ საქმე აქამდე ცუდად იყო - პირიქით, ამ წლების განმავლობაში ხუთჯერ განხორციელებული რევოლუციის მცდელობების აღკვეთა არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ სამართალდამცავი უწყებები კარგად და კოორდინირებულად მუშაობდნენ”- განაცხადა დეპუტატმა და განმარტა, რომ მიუხედავად თავდაპირველად არსებული კითხვებისა, მიღებულმა პასუხებმა დაარწმუნა, რომ ცვლილებები მიზანშეწონილია.

„ჩვენი სიფრთხილის ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ გვქონდა გარკვეული კითხვები საკითხებთან დაკავშირებით და სწორედ ამასთან დაკავშირებით მივიღეთ ამომწურავი პასუხები, რამაც დაგვარწმუნა ამ ცვლილებების მიზანშეწონილობაში.

თავისთავად, ის ფაქტი, რომ კოორდინირებული იქნება ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობა, მისასალმებელია, რადგან კოორდინაცია - იქნება ეს ძალოვანი სტრუქტურები, ეკონომიკური გუნდი თუ სხვა ტიპის საქმიანობა - ყოველთვის გაცილებით უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე დამოუკიდებლად მუშაობა და გადაწყვეტილებების მიღება.

ამ მიმართულებით ვფიქრობ, ქვეყანა გაცილებით მეტ დადებით შედეგს მიიღებს, ვიდრე აქამდე იყო. თუმცა არ ვთვლი, რომ საქმე აქამდე ცუდად გვქონდა ამ მიმართულებით - პირიქით, ამ წლების განმავლობაში ხუთჯერ განხორციელებული რევოლუციის მცდელობების აღკვეთა არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ სამართალდამცავი უწყებები კარგად და კოორდინირებულად მუშაობდნენ.

როგორც ჩანს, სწორედ ასეთი მუშაობის პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე დადგა დღის წესრიგში აუცილებლობა, რომ ეს ყველაფერი სამართლებრივად ყოფილიყო გამართული და ჩამოყალიბებული, რათა ერთი ადამიანის ცალკეულ ნება-სურვილზე კი არ იყოს დამოკიდებული სტრუქტურული და კოორდინირებული მუშაობა, არამედ მომავალშიც ამგვარად წარიმართოს, რადგან, როგორც ვხედავთ, კოორდინირებული მოქმედება კარგ შედეგს იძლევა ქვეყნისთვის,“- განაცხადა სეფაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

იმედი

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას