მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკა სეფაშვილი განათლების მინისტრს: ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საქართველო მზად არის, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება
ეკა სეფაშვილი განათლების მინისტრს: ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საქართველო მზად არის, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება

ეკა სეფაშვილი განათლების მინისტრს: ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საქართველო მზად არის, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება

იმედი|imedinews.ge

„ამ ეტაპზე, კარგი იქნება, სამინისტრომ მოამზადოს პირველადი ფინანსური დოკუმენტი - რა დაუჯდება სახელმწიფოს, სკოლას, რომ უზრუნველყოს მოსწავლეების უფასო კვება, თუნდაც რაღაც გარკვეულ ეტაპზე, გარკვეული კრიტერიუმების დაწესებითა და დათქმებით, მაგრამ ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ ნაბიჯების გადადგმაზე,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოუსმინეს.

მისი თქმით, ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა, იზრდება ბიუჯეტში შემოსავლები და ამის ფონზე დროა, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება.

დეპუტატმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს სთხოვა პირველ ეტაპზე სამინისტრომ მოამზადოს ფინანსური დოკუმენტი, სადაც გაწერილი იქნება თუ რა დაუჯდება სახელმწიფოს და სკოლას მოსწავლეების უფასო კვება. „დღეს ჩვენ საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ინფორმაცია მოვისმინეთ განათლების სისტემის სხვადასხვა მიმართულების განვითარების შესახებ და დავრწმუნდით, რომ რეფორმა მიმდინარეობს ყველა მიმართულებით, თუმცა გამოწვევები კვლავ რჩება და საჭიროა, რომ სამინისტრომ ადეკვატურად უპასუხოს ამ გამოწვევებს, რათა საქართველომ შეძლოს ისე განვითარება, როგორც მას შეეფერება და როგორც მოითხოვს ამას გლობალური განვითარების ტენდენციები.

ბატონო მინისტრო, მე ისევ დავუბრუნდები ჩემს მიერ უკვე დასმულ ერთ-ერთ საკითხს, რომელიც სკოლებში უფასო კვებას ეხება. თქვენ აქ ისაუბრეთ, რომ სამინისტრომ გარკვეული სამუშაოები ჩაატარა პროდუქტების რეალიზაციის მიმართულებით. ეს, რასაკვირველია, მისასალმებელია, თუმცა ნაბიჯები კიდევ უფრო წინ უნდა გადავდგათ და რეფორმა უნდა განხორციელდეს სკოლებში უფასო კვების დანერგვის მიმართულებით. თქვენ ისაუბრეთ ე.წ. „ლანჩბოქსებზე“, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს მიმართულება ვერ გადაჭრის იმ საკითხს, რომელიც რეალურად დგას დღეს სკოლის მოსწავლეების წინაშე.

თუ გავითვალისწინებთ იმ ვითარებას, რომ საქართველოს ეკონომიკა განუხრელად იზრდება, ვითარდება, ბიუჯეტში იზრდება შემოსავლები, რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, რომელიც ეხებოდა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საქართველო მზად არის, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე, კარგი იქნება, სამინისტრომ მოამზადოს პირველადი ფინანსური დოკუმენტი - რა დაუჯდება სახელმწიფოს, სკოლას, რომ უზრუნველყოს მოსწავლეების უფასო კვება, თუნდაც რაღაც გარკვეულ ეტაპზე, გარკვეული კრიტერიუმების დაწესებითა და დათქმებით, მაგრამ ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ ნაბიჯების გადადგმაზე.

ვიცი, რომ ეს პროცესი რთულია, მოითხოვს სხვადასხვა უწყებების ჩართულობას, ისეთის როგორიც არის მაგალითად, კვების უვნებლობის სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო, თუმცა ასეთი პრაქტიკის ძალიან კარგი მაგალითი უკვე გვაქვს საბავშვო ბაღებში, სადაც წარმატებით ფუნქციონირებს მათი სამზარეულოები შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალით, ჰიგიენის შესაბამისი ნორმების და საკვების დამზადების ყველა სანიტარული ნორმების დაცვით, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას და ეროვნულ კანონმდებლობას. ასე რომ, კარგი მაგალითი ქვეყანაში გვაქვს, გამოცდილებაც პოზიტიურია და შესაძლებელია, რომ ამ მიმართულებით გადავდგათ პირველი ნაბიჯები, რაც არის ფინანსური ღირებულების დათვლა და დავიწყოთ ამ მიმართულებით განვითარება,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირები "ჯივინოსტატით" მკურნალობას, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყებენ - მინისტრიBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

იმედი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

იმედი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

იმედი

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი