მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკა სეფაშვილი ილჰამ ალიევის მხრიდან ევროკავშირის კრიტიკაზე: ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის პოლიტიკამ სამხრეთ კავკასიაში მარცხი განიცადა
ეკა სეფაშვილი ილჰამ ალიევის მხრიდან ევროკავშირის კრიტიკაზე: ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის პოლიტიკამ სამხრეთ კავკასიაში მარცხი განიცადა

ეკა სეფაშვილი ილჰამ ალიევის მხრიდან ევროკავშირის კრიტიკაზე: ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის პოლიტიკამ სამხრეთ კავკასიაში მარცხი განიცადა

იმედი|imedinews.ge

ფაქტობრივად ხორციელდება საერთაშორისო ზეწოლა საქართველოსა და აზერბაიჯანზე. როგორც ჩანს, ჩვენ ვერ ვთავსდებით ევრობიუროკრატების მიერ შექმნილ და ჩაფიქრებულ პოლიტიკურ, თუ ეკონომიკურ კონიუნქტურაში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ ევროკავშირის ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.

როგორც ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ალიევის განცხადებები ევროკავშირის მიმართ პასუხობს იმ პოლიტიკას, რასაც ადგილი აქვს ბრიუსელის მხრიდან. მისი თქმით, ევროკავშირს უკვე დიდი ხანია დაკარგული აქვს სახე და ის აღარ პასუხობს იმ ღირებულებებს, რომლის ირგვლივაც თავის დროზე შეიქმნა.

„ევროპარლამენტმა, სამწუხაროდ, დაკარგა ნდობა და ის გადაიქცა ერთგვარ სათამაშოდ გლობალური ძალების ხელში. მას ფაქტობრივად აწერინებენ ისეთ რეზოლუციებს, რომლებიც ამ დაჯგუფების ინტერესებშია. ისინი არ აქცევენ ყურადღებას არც პოლიტიკურ კორექტულობას, არც შორს მიმავალ ეკონომიკურ ინტერესებს, რომლებიც გააჩნია სხვადასხვა სახელმწიფოს. მათ თავიანთი ინტერესები აქვთ და ამ კერძო ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.

ნიშანდობლივია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადება, რომელიც დღეს მოვისმინეთ. თუ არ ვცდები, 14 რეზოლუცია აქვს მიღებული ევროპარლამენტს აზერბაიჯანთან მიმართებაში და დაახლოებით 10, ასევე ტყუილებით სავსე რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ. ფაქტობრივად ხორციელდება საერთაშორისო ზეწოლა საქართველოსა და აზერბაიჯანზე. როგორც ჩანს, ჩვენ ვერ ვთავსდებით მათ მიერ შექმნილ და ჩაფიქრებულ პოლიტიკურ, თუ ეკონომიკურ კონიუნქტურაში.

რეალურად რომ მივუდგეთ, სურათი ამგვარია - საქართველოსთან ევროკავშირმა თავად შეაჩერა დიალოგი. საპარლამენტო კომიტეტებს შორის დიალოგში საქართველო უკვე აღარ მონაწილეობს ევროკავშირის ინიციატივით. აზერბაიჯანმა კი თვითონ დატოვა დიალოგის ეს ფორმატი; ევრონესტზე, საქართველოსთან მიმართებით შარშან ნეგატიური რეზოლუცია შემუშავდა, სადაც დამახინჯებული იყო ფაქტები. ამ ორგანიზაციასაც აზერბაიჯანი თავისი ინიციატივით ტოვებს; რაც შეეხება ევროპის საბჭოს, აზერბაიჯანმა და ჩვენც დავტოვეთ ეს ორგანიზაცია, რომელმაც სრულიად უსაფუძვლოდ მოგვთხოვა არჩევნების ხელახლა ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებზე სერიოზული დარღვევები არ ყოფილა. საუბარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რასთან დაკავშირებითაც ეუთომ, რომელიც ყველაზე კომპეტენტურია არჩევნების პროცესების შეფასებისას, პოზიტიური დასკვნა გამოაქვეყნა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამოდის, რომ ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის პოლიტიკამ სამხრეთ კავკასიაში მარცხი განიცადა.

რა არის ევროკავშირი - ის უნდა იყოს ღირებულებების დანერგვის, დემოკრატიული, ეკონომიკური, სამართლიანი განვითარების, ტოლერანტობის არეალი. სინამდვილეში კი, დემოკრატიული ლოზუნგებით გვესაუბრებიან და ამ დროს, ყოველგვარი დემოკრატიული მიდგომა, მითუმეტეს დიალოგის, მათ შორს, სახელმწიფოთაშორისი დიალოგის, ერთი მეორის მიყოლებით იხურება. ამის მაგალითია აზერბაიჯანი და საქართველო,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →ევროპის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი