მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკა სეფაშვილი: იმედია, შემდგომში დამუშავდება დეტალები, თუ რამდენი კრედიტია საჭირო, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა აღიაროს პროფესიულ სასწავლებელში მიღებული კომპეტენცია. ეს, სხვათა შორის, სახელმწიფოს ფინანსურ რესურსებსაც დაუზოგავს
ეკა სეფაშვილი: იმედია, შემდგომში დამუშავდება დეტალები, თუ რამდენი კრედიტია საჭირო, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა აღიაროს პროფესიულ სასწავლებელში მიღებული კომპეტენცია. ეს, სხვათა შორის, სახელმწიფოს ფინანსურ რესურსებსაც დაუზოგავს

ეკა სეფაშვილი: იმედია, შემდგომში დამუშავდება დეტალები, თუ რამდენი კრედიტია საჭირო, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა აღიაროს პროფესიულ სასწავლებელში მიღებული კომპეტენცია. ეს, სხვათა შორის, სახელმწიფოს ფინანსურ რესურსებსაც დაუზოგავს

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოსმენისას განცხადება გააკეთა.

თავის სიტყვაში დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა პროფესიულ სასწავლებლებზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, არსებობდეს კრედიტების სისტემა, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აძლევს საშუალებას, აღიაროს პროფესიულ სასწავლებლებში მიღებული კომპეტენცია:

„კრედიტების სისტემა მისასალმებელი ნაბიჯია, თუმცა არის მთელი რიგი სპეციალობები, რომლის კრედიტით აღიარება ვერ მოხდება - არსებობს ისეთი სპეციალობები, რომელსაც ადამიანი მხოლოდ პროფესიული სასწავლებლის ფარგლებში დაეუფლება. სწორედ ამ მიმართულებით, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დუალური პრაქტიკის დამკვიდრება“, - განაცხადა სეფაშვილმა.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დუალური პრაქტიკის დამკვიდრებაში წვლილის შეტანა ბიზნესის სექტორსაც შეუძლია. სეფაშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია საინფორმაციო კამპანიის წარმოებაც, რათა მშობლებმა თუ მოსწავლეებმა დაინახონ მსგავსი სისტემის მნიშვნელობა.

„ბატონო მინისტრო, მინდა ჩემს გამოსვლაში წამოვჭრა პროფესიული სასწავლებლების საკითხიც. ძალიან კარგი მეთოდი შეუმუშავებია სამინისტროს და დაგეთანხმებით, რომ კრედიტების სისტემის შემოღება მნიშვნელოვანია. შემდგომში ალბათ დამუშავდება დეტალები, თუ რამდენი კრედიტია საჭირო იმისთვის, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა აღიაროს პროფესიულ სასწავლებელში მიღებული კომპეტენცია. ეს, სხვათა შორის, სახელმწიფოს ფინანსურ რესურსებსაც დაუზოგავს და მისასალმებელი ნაბიჯია, თუმცა არის მთელი რიგი სპეციალობები, რომლის კრედიტით აღიარება ვერ მოხდება - არსებობს ისეთი სპეციალობები, რომელსაც ადამიანი მხოლოდ პროფესიული სასწავლებლის ფარგლებში დაეუფლება და უმაღლეს სასწავლებლებში არ მოიძებნება შესაბამისი სპეციალობა. სწორედ ამ მიმართულებით, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დუალური პრაქტიკის დამკვიდრება.

კერძოდ, ვგულისხმობ ბიზნესთან ძალიან მჭიდრო კონტაქტში ასეთი სპეციალობების შემუშავებას და შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის უფრო აქტიურად წარმოებას, რათა ყველამ, იქნება ეს მოსწავლე, მშობელი, თუ ბიზნესი, თვალნათლივ დაინახოს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ურთიერთობები და სპეციალობის დაუფლება შესაბამისი თეორიულ-პრაქტიკული ბაზის მომზადებით. ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას მოემსახურება. ასე რომ, ამ მიმართულებითაც, ვფიქრობ, შეიძლება სამინისტრომ გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები. გისურვებთ წარმატებას, ვინაიდან განათლება და მეცნიერება სწორედაც ემსახურება ქვეყნის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

იმედი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი