მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკა სეფაშვილი: კრიზისი, ღირებულებითი თვალსაზრისით, რომელიც დღეს ევროპაში მიმდინარეობს, თვალნათელია და ამას ხედავს არა მარტო ქართული საზოგადოება, არამედ ევროპული სახელმწიფოების საზოგადოებები
ეკა სეფაშვილი: კრიზისი, ღირებულებითი თვალსაზრისით, რომელიც დღეს ევროპაში მიმდინარეობს, თვალნათელია და ამას ხედავს არა მარტო ქართული საზოგადოება, არამედ ევროპული სახელმწიფოების საზოგადოებები

ეკა სეფაშვილი: კრიზისი, ღირებულებითი თვალსაზრისით, რომელიც დღეს ევროპაში მიმდინარეობს, თვალნათელია და ამას ხედავს არა მარტო ქართული საზოგადოება, არამედ ევროპული სახელმწიფოების საზოგადოებები

იმედი|imedinews.ge

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე, ეკა სეფაშვილმა კოპენჰაგენში აქციის დარბევასთან დაკავშირებით ევროპის დუმილზე გადაცემაში, „დღის ქრონიკა“ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ასეთი მიდგომები ევროპელი საზოგადოებისთვისაც მიუღებელია.

„კრიზისი, ღირებულებითი თვალსაზრისით, რომელიც დღეს ევროპაში მიმდინარეობს, თვალნათელია და ამას ხედავს არა მარტო ქართული საზოგადოება, არამედ ევროპული სახელმწიფოების საზოგადოებები.

ის, რომ თავიანთ ქვეყნებში მშვიდობიანი მიტინგის დარბევებისადმი ძალიან ლოიალური არიან და ჩვეულებრივ გამოხატულებად მიიჩნევენ, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, როდესაც აქციას აშკარად ძალადობრივი ხასიათი აქვს, არა მარტო გმობენ და არა მხოლოდ სიჩუმეს ინარჩუნებენ ასეთი ღონისძიებების წინააღმდეგ მიმართული სახელმწიფო სამართლებრივი ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით, არამედ ამის ხელშემწყობ ღონისძიებებსაც აფინანსებენ. ამას საერთო არაფერი აქვს ღირებულებებთან, იმ ქრისტიანულ ფასეულობებთან, რომელსაც ემყარება ჩვენი სახელმწიფო და რომელზედაც აშენდა ევროკავშირი.

ეს არის იმ დიდი გლობალური თამაშის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს წინააღმდეგ უნდა გამოიყენონ ნებისმიერი ძალა, საბაბი, მიზეზი, რომ საქართველოს ხელისუფლების რეპუტაცია შელახონ, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის იმიჯი როგორც ქვეყნის შიგნით, მოსახლეობის თვალში, ასევე საზღვარგარეთ, ნებისმიერი ადამიანის თვალში. ეს არის ასეთი მიდგომისა და პოლიტიკის მიზეზი, რომ ამან მათი გათვლებით უნდა გამოიწვიოს მოსახლეობის აგრესია, რაც უნდა გადაიზარდოს ე.წ. ძალადობრივ რევოლუციებში“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

დანიაში აქციის დასაშლელად პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა. ვრცელდება ვიდეოც, სადაც პოლიცია მედიის წარმომადგენელსაც გაუსწორდა ფიზიკურად.

კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენების შესაფასებლად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტასა და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართა.

დანიის მხარეს მოვლენების შესაფასებლად „ქრონიკამაც“ მიმართა, რაზეც „იმედს“ დანიის ეროვნულმა პოლიციამ უპასუხა, რომ პოლიციას დროებით მოუწია ხელკეტების გამოყენება მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა უკანონოდ გადაკვეთეს კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორია და უარი განაცხადეს პოლიციის მითითებების შესრულებაზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 103 სტატია.

  • „საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები სასურველია რეგიონის, ასევე ევროპის და ნებისმიერი ქვეყნისთვის“ - ეკონომიკის მინისტრის მოადგილეBM.GE
  • ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის - ვახტანგ ცინცაძერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →საზოგადოების →

მსგავსი სტატიები

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს