მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკა სეფაშვილი: ფიშერის განცხადება, რომ თითქოსდა, ვერ იპოვა „დიფ სთეითი“, მხოლოდ მის უსუსურობაზე მეტყველებს - ის ცდილობს, თავი აარიდოს ლეგიტიმურ შეკითხვებს
ეკა სეფაშვილი: ფიშერის განცხადება, რომ თითქოსდა, ვერ იპოვა „დიფ სთეითი“, მხოლოდ მის უსუსურობაზე მეტყველებს - ის ცდილობს, თავი აარიდოს ლეგიტიმურ შეკითხვებს

ეკა სეფაშვილი: ფიშერის განცხადება, რომ თითქოსდა, ვერ იპოვა „დიფ სთეითი“, მხოლოდ მის უსუსურობაზე მეტყველებს - ის ცდილობს, თავი აარიდოს ლეგიტიმურ შეკითხვებს

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის ბოლოდროინდელ განცხადებებს. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ფიშერმა მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველო-გერმანიის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა, ხოლო ის, რომ ფიშერი „უკბილოდ“ ხუმრობს „დიფ სთეითის“ შესახებ, მხოლოდ მისი მცდელობაა, თავი აარიდოს შეკითხვებს.

„დიფ სთეითი“, როგორც მას უწოდებს ტრამპი და მისი ახალი ადმინისტრაცია, ახალი მოვლენა არაა არც მსოფლიოს, არც საქართველოსა და არც აშშ-ის ისტორიაში. შესაბამისად, ფიშერის განცხადება, რომ თითქოსდა ვერ იპოვა „დიფ სთეითი“, მხოლოდ მის უსუსურობაზე მეტყველებს - ფიშერს არ აქვს იმ შეკითხვებზე პასუხი, რომლებსაც ქართველი საზოგადოება და ჟურნალისტები უსვამენ, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მან გამოთქვა იმედი, რომ მომდევნო ელჩი შეეცდება ორ ხალხს შორის ურთიერთობების დალაგებას.

„უცხოელი ელჩების გამოყენება არაა ახალი პრაქტიკა, ისინიც დავალებების ერთ-ერთი რიგითი შემსრულებლები არიან და საერთო არაფერი აქვთ იმ სახელმწიფოების პოლიტიკასთან, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. საქართველო-გერმანიას შორის მუდმივად არსებობდა მეგობრული ურთიერთობა, თუმცა ბოლო პერიოდში, უცხოური გლობალური ძალების გავლენისა და მათი ელჩის ასეთი არადიპლომატიური განცხადებების გამო, ეს ურთიერთობები რამდენადმე დაზიანებულია. იმის ნაცვლად, რომ ელჩი შეეცადოს, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებას, საპირისპირო ნაბიჯებს დგამს. მისი განცხადებაც „დიფ სთეითზე“, მხოლოდ და მხოლოდ უკბილო ხუმრობაა, რადგან მას სხვა პასუხი უბრალოდ არ გააჩნია. „დიფ სთეითი“, როგორც მას უწოდებს ტრამპი და მისი ახალი ადმინისტრაცია, ცნობილი მოვლენაა-ნებისმიერ სახელმწიფოში არსებობენ ის ძალები, რომლებიც მოქმედებენ სხვა, გაცილებით უფრო გლობალური ძალების ინტერესების შესაბამისად და უმეტესწილად ეწინააღმდდგებიან მოცემული სახელმწიფოს ინტერესებს. ეს ახალი მოვლენა არაა არც მსოფლიოს, არც საქართველოსა და არც აშშ-ის ისტორიაში. შესაბამისად, ფიშერის განცხადება, რომ თითქოსდა ვერ იპოვა „დიფ სთეითი“, მხოლოდ მის უსუსურობაზე მეტყველებს - ფიშერს არ აქვს იმ შეკითხვებზე პასუხი, რომლებსაც ქართველი საზოგადოება და ჟურნალისტები უსვამენ. ის ახლა ცდილობს, თავი აარიდოს ლეგიტიმურ შეკითხვებს.

ის ფაქტი, რომ მალე პენსიაზე გავა, რა თქმა უნდა, კარგია. ვიმედოვნებ, ისეთი ელჩი იქნება წარმოგზავნილი საქართველოში, რომელიც, სულ მცირე, შეეცდება ურთიერთობების გაჯანსაღებას. თუმცა, არც ის უნდა გამოირიცხოს, რომ ისეთი ადამიანი მოინახოს, ვინც კვლავ ამ გლობალური დაკვეთების შემსრულებელი იქნება. მაგრამ, მე რასაც ვაკვირდები, სულ უფრო უჭირს „დიფ სთეითს“, ისეთი ადამიანების გამონახვა, რომლებიც საკუთარი რეპუტაციის დაზიანების რისკის ფასად, მზად არიან ასეთი არაკორექტული, არასამართლიანი და საერთაშორისო სამართლისათვის შეუფერებელი განცხადებები გააკეთონ, რასაც ფიშერის შემთხვევაში ვხედავდით“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქართველი ცხენოსნები ეთნოსპორტის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობენ

ქართველი ცხენოსნები ეთნოსპორტის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობენ

იმედი

ეკა სეფაშვილი: გარკვეული გლობალური პოლიტიკური მოთამაშეები ცდილობენ საქართველოს წინააღმდეგ  გამოიყენონ ნებისმიერი ძალა და საბაბი, რათა შელახონ საქართველოს ხელისუფლების რეპუტაცია და დააზიანონ ქვეყნის იმიჯი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ

ეკა სეფაშვილი: გარკვეული გლობალური პოლიტიკური მოთამაშეები ცდილობენ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ ნებისმიერი ძალა და საბაბი, რათა შელახონ საქართველოს ხელისუფლების რეპუტაცია და დააზიანონ ქვეყნის იმიჯი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ

იმედი

ვეტერან კალათბურთელთა შორის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს

ვეტერან კალათბურთელთა შორის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს

იმედი

New York Post: ივანკა ტრამპზე თავდასხმა იგეგმებოდა

New York Post: ივანკა ტრამპზე თავდასხმა იგეგმებოდა

იმედი