მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკა სეფაშვილი: უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა - ადრე თუ გვიან ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია შეიცვლება იმ ძალებით, რომლებისთვისაც ღირებულებები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გლობალური ძალების დავალებების შესრულება
ეკა სეფაშვილი: უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა - ადრე თუ გვიან ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია შეიცვლება იმ ძალებით, რომლებისთვისაც ღირებულებები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გლობალური ძალების დავალებების შესრულება

იმედი|imedinews.ge

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა, განვითარება, განუხრელად დავიცავთ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ყველა ის დემოკრატიული, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ღირებულება, რაც საქართველოს აქცევს ისეთი ტიპის ევროპულ დემოკრატიად, რომელიც წინ უსწრებს ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასაც კი“, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.

მისი განცხადებით, ევროკავშირის ბიუროკრატია ადრე თუ გვიან შეიცვლება იმ ძალებით, რომლებისთვისაც ღირებულებები მნიშვნელოვანია.

„უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა და განვითარების ამ გზას არავითარ შემთხვევაში არ გადავუხვიოთ. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია შეიცვლება იმ ძალებით, რომლებისთვისაც ღირებულებები და ფასეულობები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაღაც გლობალური ძალების დავალებების უსიტყვოდ შესრულება“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მისი შეფასებით, საერთაშორისო ზეწოლა მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ არ არის მიმართული და მიზნად ისევ საქართველოს ომში ჩართვას ისახავს.

„ჩვენ ისევ უნდა გავუძლოთ ამ საერთაშორისო ზეწოლას იმიტომ, რომ ეს ზეწოლა მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ არ არის მიმართული. თუ გლობალურად დავაკვირდებით და ამ პრობლემას უფრო ღრმად ჩავხედავთ, ისევ და ისევ საქართველოს ომში ჩართვისაკენ მიდის ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ომში საქართველოს ჩართვის საფრთხე არ არის გამქრალი, ის ისევ დღის წესრიგშია. როგორც ვხედავთ, დღესდღეობით მსოფლიო ისევ ცეცხლის ალშია გახვეული, ძალთა ახალი ბალანსი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის და მსხვილ პოლუსებს შორის ძალაუფლების გადანაწილება ჯერ ისევ მიმდინარეობს.

ასეთ ვითარებაში გარკვეული ძალების ინტერესებში ისევ და ისევ არის კონფლიქტის კიდევ ერთი, დამატებითი კერის საქართველოში გაღვივება. სწორედ ამიტომ ხდება ეს საერთაშორისო ზეწოლა, მხოლოდ ეს არის მათი ინტერესი და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარების ის დემოკრატიული გზა, რომელიც ამჟამინდელ ვითარებას ასახავს და რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში აუცილებელია ქვეყნის შიგნით ჯანსაღი პოლიტიკური ოპონირება იმისათვის, რომ ის პოლიტიკა, ვითარება, საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებსაც დღეს ვიღებთ საქართველოში, იყოს ჯანსაღი, ხალხის ინტერესებს მორგებული“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 184 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

იმედი

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

იმედი

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

იმედი