მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სებ-ის პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია რეზერვების დაგროვებისკენ - ეკატერინე მიქაბაძე
სებ-ის პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია რეზერვების დაგროვებისკენ - ეკატერინე მიქაბაძე

სებ-ის პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია რეზერვების დაგროვებისკენ - ეკატერინე მიქაბაძე

BM.GE7 აგვისტო, 2026, 19:26|bm.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტ ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, სებ-ის პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია რეზერვების დაგროვებისკენ. ამის შესახებ მან საერთაშორისო რეზერვების რეკოდრულ მაჩვენებლამდე გაზრდის შეფასებისას განაცხადა.

2026 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 7.53 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 50%-ით მეტია.

მისი თქმით, რეზერვების რეკორდული მოცულობა ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. კერძოდ, როდესაც სავალუტო ბაზარზე ხელსაყრელი მდგომარეობაა, ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვებს ზრდის, რათა ქვეყანას გარე შოკების მიმართ უფრო ძლიერი ბუფერი ჰქონდეს.

„საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია რეზერვების დაგროვებისკენ, რადგან სწორედ საერთაშორისო რეზერვები წარმოადგენს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვან გარანტორს. შესაბამისად, როდესაც სავალუტო ბაზარზე ხელსაყრელი მდგომარეობაა, ეროვნული ბანკი ყოველთვის ავსებს ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

მისივე შეფასებით, რეზერვების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ადეკვატურობის მაჩვენებლებიც. მიმდინარე შეფასებით კი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი (ARA Metric) 118.7 პროცენტს შეადგენს.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საერთაშორისო რეზერვების ზრდასთან ერთად ეროვნული ბანკი აქტიურად აგრძელებს სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაციასაც.

„2026 წლის ივნისში ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. შედეგად, დღეის მდგომარეობით, ოქროს წილი საერთაშორისო რეზერვებში 13.5 პროცენტს შეადგენს“, - დასძინა ეკატერინე მიქაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის იანვარ-ივნისში, სავალუტო ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობების ფონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წმინდა შესყიდვების სახით საერთაშორისო რეზერვები ჯამურად 2,078.4 მილიონი აშშ დოლარით შეავსო. ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პოლიტიკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 74 სტატია.

  • ევროკომისარი მაგნუს ბრუნერი: ევროკავშირმა მაროკოსთან მიგრაციის საკითხებში თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად თავის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, მათ შორის სავიზო და სავაჭრო პოლიტიკა უნდა გამოიყენოსიმედი
  • პრემიერი: 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობას" რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდარუსთავი 2
  • ქვეყანაში ინფლაციის ზრდას ეკონომისტები მონეტარული პოლიტიკის პრობლემას უკავშირებენტვ პირველი
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
პოლიტიკის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს სხვადასხვა სექტორის ლიდერები ალტე უნივერსიტეტის მაგისტრანტების მენტორები გახდებიან

საქართველოს სხვადასხვა სექტორის ლიდერები ალტე უნივერსიტეტის მაგისტრანტების მენტორები გახდებიან

BM.GE

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა - თბილსერვის ჯგუფი

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა - თბილსერვის ჯგუფი

BM.GE

7 თვეში საქართველოდან ექსპორტზე $1.1 მილიარდის აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა - სამინისტრო

7 თვეში საქართველოდან ექსპორტზე $1.1 მილიარდის აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა - სამინისტრო

BM.GE

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დიმიტრი ნადირაძე დაინიშნა

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დიმიტრი ნადირაძე დაინიშნა

BM.GE