მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკონომიკის სამინისტრო: საგარეო შოკებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს განსაკუთრებულ სტაბილურობასა და განვითარების მყარ ტემპს - ეკონომიკური ზრდის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა და მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში 8.3% შეადგინა
ეკონომიკის სამინისტრო: საგარეო შოკებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს განსაკუთრებულ სტაბილურობასა და განვითარების მყარ ტემპს - ეკონომიკური ზრდის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა და მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში 8.3% შეადგინა

იმედი|imedinews.ge

2025 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია 2026 წლის დასაწყისში კიდევ უფრო გაძლიერდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საშუალო მაჩვენებელმა 9.1% შეადგინა, ხოლო ოთხი თვის მაჩვენებლებით ზრდა 8.3%-ის დონეზეა. უშუალოდ აპრილში ქვეყნის ეკონომიკა 6.2%-ით გაიზარდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქვეყნებს.

„აღნიშნული მაჩვენებლები ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს განსაკუთრებულ სტაბილურობასა და განვითარების მყარ ტემპს.

აღსანიშნავია, რომ აპრილში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.3%-ით გაიზარდა. ბიზნესგარემოსადმი მაღალ ნდობაზე მეტყველებს ახლად დარეგისტრირებულ სუბიექტთა რაოდენობაც, რომელმაც 6.9%-იანი მატებით 6,195 ახალ ერთეულს მიაღწია.

იანვარ-აპრილში მაღალ ეკონომიკურ აქტივობას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა დინამიკამ - აღსანიშნავია ექსპორტის მაჩვენებელი, რომელიც 21.1%-ით გაიზარდა და 2,439.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

განსაკუთრებული მატება აღინიშნა ადგილობრივ ექსპორტში (ექსპორტი რე-ექსპორტის გამორიცხვით), სადაც ზრდამ 73.5%-ს მიაღწია და 1,551.0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2026 წლის აპრილის ეკონომიკურ პროგრესში წამყვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, განათლების, ჯანდაცვის, ვაჭრობისა და საფინანსო-სადაზღვევო სექტორებმა.

აღსანიშნავია, რომ მრეწველობის მიმართულებით რეალურ პროგრესს არსებითად შეუწყო ხელი ნავთობპროდუქტების ადგილობრივმა წარმოებამ, რომლის კონტრიბუციამაც მთლიან შიდა პროდუქტში 1.83 პროცენტული პუნქტი შეადგინა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 84 სტატია.

  • განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტროBM.GE
  • საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდებაფორმულა
  • შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვიარუსთავი 2
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

ზელენსკი: რუსებმა დიდი ხნის შემდეგ პირველად გამოიყენეს ჩრდილოეთ კორეული რაკეტა, ასეთია წინასწარი მონაცემები

ზელენსკი: რუსებმა დიდი ხნის შემდეგ პირველად გამოიყენეს ჩრდილოეთ კორეული რაკეტა, ასეთია წინასწარი მონაცემები

იმედი

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი