მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.

აღინიშნა, რომ მიმდინარე ტურისტულ სეზონს ბათუმის აეროპორტი სრული მზაობით ხვდება და მზადაა, შეუფერხებლად მოემსახუროს მგზავრების მზარდ ნაკადებს.

ადგილზე ასევე საუბარი შეეხო სანავიგაციო სეზონთან დაკავშირებულ გეგმებს, ფრენების განახლებულ განრიგებსა და მზარდი მგზავრთნაკადის ეფექტიანად მომსახურების საკითხებს.

სამუშაო პროცესის მიმდინარეობა მინისტრსა და მთავრობის თავმჯდომარეს აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ გააცნო. მანვე ადგილზე ბათუმის აეროპორტის გაფართოების ხედვა წარადგინა.

პროექტის თანახმად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის არსებულ 8,000 მ²-ს დაახლოებით 1000 მ² ფართობის ახალი სივრცეები ემატება, რომელიც მოიცავს, როგორც საოპერაციო, ასევე ადმინისტრაციულ ზონებს - სხვადასხვა ზონაში მიმდინარე და განხორციელებული სამუშაოების ერთობლიობა კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობას, ჯამში, 22-25%-მდე გაზრდის.

2025 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წლიურმა მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს - 1,230,200 მგზავრს მიაღწია, რაც 2024 წლის მონაცემებთან შედარებით 29%-ით მეტია. 2026 წლის იანვარ - მაისის პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში განხორციელებული რეისების რაოდენობა 8 პროცენტით გაიზარდა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ სამუშაო შეხვედრას, მარიამ ქვრივიშვილთან და ზურაბ პატარაძესთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ესწრებოდა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 218 სტატია.

  • „ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილეBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →მთავრობის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი