მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ საქართველოსა და თურქმენეთს შორის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმს მოაწერა ხელი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ საქართველოსა და თურქმენეთს შორის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმს მოაწერა ხელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ საქართველოსა და თურქმენეთს შორის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმს მოაწერა ხელი

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ საქართველოსა და თურქმენეთს შორის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმს მოაწერა ხელი. კერძოდ, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და თურქმენეთის მრეწველობისა და მშენებლობის სამინისტროს შორის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ“.

დოკუმენტი მიზნად ისახავს სამშენებლო მრეწველობის, მაღალი ტექნოლოგიების, კვლევისა და განვითარების, ინოვაციებისა და ტექნიკური რეგლამენტირების მიმართულებით მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას. აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა და რესურსდამზოგველი ტექნოლოგიების შექმნას, ახალი სამშენებლო მასალების წარმოებაში ინოვაციური სამეცნიერო-ტექნიკური გამოცდილების გაზიარებას, სტანდარტიზაციის სფეროში პარტნიორობას, სამრეწველო ნედლეულის ტრანსპორტირების ხელშეწყობას, ერთობლივი ბიზნესფორუმებისა და სემინარების ორგანიზებას.

მემორანდუმი საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

დოკუმენტების გაცვლის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 186 სტატია.

  • შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რეფორმას ვახორციელებთ, ამ უპრეცედენტო რეფორმას სჭირდება ყოველდღიური დაკვირვება - სწორედ ეს იყო, რაც გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, როდესაც გამონაკლისის სახით დაიშვა მეორადი ჩარიცხვებირუსთავი 2
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
  • რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება - შალვა პაპუაშვილიBM.GE
  • კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვიაფორმულა
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი

The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი

იმედი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება

იმედი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა

იმედი

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა

იმედი