მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები პირველი მოსმენით განიხილა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები პირველი მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები პირველი მოსმენით განიხილა

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით მომზადებული კანონპროექტები წარადგინა.

„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტის თანახმად, ახალი სუბიექტი - ტყის მცველი გაჩნდება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მასზე მიმაგრებული ფართობის ფიზიკურ დაცვაზე.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ტყის მცველის სუბიექტის დამატება ტყის მნიშვნელოვანი რეფორმის შემადგენელი ნაწილია, რომელზეც სამინისტრო 2025 წლიდან მუშაობს. რეფორმის შედეგად, მუნიციპალიტეტების შესაბამისად, ტყის ფიზიკურ დაცვას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას 500 ახალი თანამშრომელი უზრუნველყოფს.

ზურაბ ეზუგბაიას განცხადებით, რეფორმის ამ ეტაპის განხორციელებისთვის 38 მილიონი ლარი გამოიყოფა, რომელიც 3 წელზე გადანაწილდება. მინისტრის მოადგილის შეფასებით, რეფორმის შედეგად, ტყე უკეთ დაცული და მართული იქნება.

ასევე, გამარტივდება მერქნული რესურსის რეალიზაცია, შესაძლებელი გახდება ბაზრის დივერსიფიკაცია და ტყის მართვის ორგანოები შეძლებენ, უფრო მოქნილი მექანიზმებით განახორციელონ რესურსის რეალიზაცია. დაცულ ტერიტორიებზე ტყეში სამეურნეო, სანიტარული მოვლითი ჭრით და სარეკონსტრუქციო ჭრის შედეგად მიღებული მერქანი ადგილობრივ მოსახლეობას გადაეცემა.

ზურაბ ეზუგბაიამ კომიტეტის წევრებს „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი - „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე გააცნო.

მომხსენებლის განცხადებით, ცვლილებათა პაკეტის თანახმად, კანონის გარკვეული მუხლების ძალაში შესვლის თარიღი - 2026 წლის 1 სექტემბერი, ერთი წლით გადავადდება.

სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა.

კომიტეტის სხდომაზე განხილულ კანონპროექტებზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 162 სტატია.

  • თავისუფლების მოედანზე, ნატოსა და EU-ს საინფორმაციო ცენტრის ყოფილ ოფისს მთავრობა ₾14 მილიონად ყიდის|პირობებიBM.GE
  • აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ქუთაისში მცხოვრებ დევნილ მოქალაქეებს შეხვდარუსთავი 2
  • მთავრობა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის იტალიური წარმოების მედიკამენტს “ჯივინოსტატს“ შეიძენსტვ პირველი
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

იმედი

The Atlantic: ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა

The Atlantic: ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა

იმედი

შიდა ქართლის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა

შიდა ქართლის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა

იმედი