მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. El País: პენტაგონის მიერ პოლონეთში ჯარების განლაგების გაუქმება აშშ-სა და ევროპას შორის არსებულ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს
El País: პენტაგონის მიერ პოლონეთში ჯარების განლაგების გაუქმება აშშ-სა და ევროპას შორის არსებულ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს

El País: პენტაგონის მიერ პოლონეთში ჯარების განლაგების გაუქმება აშშ-სა და ევროპას შორის არსებულ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს

იმედი|imedinews.ge

აშშ ევროპასთან გაუარესებულ ურთიერთობაში სიტყვებიდან საქმეზე გადადის - პენტაგონმა მოულოდნელად - ზოგიერთი თავისი სარდლისთვისაც კი მოულოდნელად - გააუქმა პოლონეთში 4 000 ჯარისკაცისგან შემდგარი ჯავშანტექნიკის ბრიგადის დაგეგმილი განლაგება, - წერს ესპანური გამოცემა El País-ი სტატიაში სათაურით „პენტაგონის მიერ პოლონეთში ჯარების განლაგების გაუქმება აშშ-სა და ევროპას შორის არსებულ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს“.

„ეს ახალი ჟესტი შეიძლება განიმარტოს, როგორც კიდევ ერთი ნაბიჯი ძველი ალიანსის დემონტაჟის გეგმაში. იგი ასევე ასახავს ვაშინგტონის მისწრაფებას, შეამციროს საკუთარი სამხედრო წარმომადგენლობა ატლანტის ოკეანის მიღმა, რაც წარმოადგენს ერთგვარ შურისძიებას ირანთან ომის საკითხში ზოგიერთი ტრადიციული პარტნიორის მიერ დაკავებული პოზიციის გამო“, - ნათქვამია სტატიაში.

აღსანიშნავია, რომ ორიოდე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია პენტაგონის განზრახვის შესახებ, გერმანიიდან 5 000 ჯარისკაცი გაეყვანა, რაც კანცლერის განცხადებების საპასუხო რეაქცია იყო.

მანამდე ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ირანი ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებულ შტატებს „ამცირებდა“.

ტრამპმა, რომელიც მანამდე გერმანიიდან ჯარების კიდევ უფრო დიდი ნაწილის გაყვანით იმუქრებოდა, ნატოს სხვა პარტნიორებიც - ესპანეთი და იტალია - გააფრთხილა, რომ შესაძლოა მათაც იგივე ბედი ეწიოთ.

ამის მიზეზი მათ მიერ იმ ბაზების გამოყენებაზე უარის თქმაა, რომლებიც საჭირო იყო 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული იერიშისთვის.

პოლონეთში ჯარების განლაგების გაუქმება, რაც ოთხშაბათს, ევროპული სარდლობისა და აშშ-ის არმიის ევროპისა და აფრიკის შტაბის ერთობლივ შეხვედრაზე გამოცხადდა, ასევე შეესაბამება ტრამპის ადმინისტრაციის იმ რიტორიკას, რომელიც მოუწოდებს ევროპელ მოკავშირეებს, თავად იტვირთონ საკუთარი თავდაცვა და შეწყვიტონ ვაშინგტონზე დამოკიდებულება.

„რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი უკვე წლებია იმუქრება ამერიკის შეერთებული შტატების ნატოდან გამოყვანით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 103 სტატია.

  • „საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები სასურველია რეგიონის, ასევე ევროპის და ნებისმიერი ქვეყნისთვის“ - ეკონომიკის მინისტრის მოადგილეBM.GE
  • ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის - ვახტანგ ცინცაძერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს