მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ენდი ბერნემი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა
ენდი ბერნემი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა

ენდი ბერნემი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა

იმედი|imedinews.ge

კირ სტარმერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ოფიციალურად გადადგა. მეფე ჩარლზ III-მ მისი გადადგომა მიიღო. მეფესთან ვიზიტამდე სტარმერი უკანასკნელად გამოვიდა სიტყვით ლონდონში, დაუნინგ სტრიტზე მდებარე რეზიდენციასთან.

„ჩემი სამუშაო შესრულებულია. 6,5 წლის განმავლობაში ჩვენი [ლეიბორისტული] პარტია 2019 წლის ისტორიული მარცხიდან გამოვიყვანე და ისე შევცვალე, რომ პასუხობდეს ქვეყნის ინტერესებს და მოიპოვოს დამაჯერებელი გამარჯვება 2024 წლის საყოველთაო არჩევნებში“, - განაცხადა სტარმერმა.

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი კი ენდი ბერნემი გახდა. სტარმერის შემდეგ ბუკინგემის სასახლეში ჩარლზ III-მ მასაც უმასპინძლა.

„მისმა უდიდებულესობამ მიიღო პარლამენტის წევრი ენდრიუ ბერნემი და ახალი მთავრობის ჩამოყალიბება სთხოვა. ბერნემმა მიიღო მეფის წინადადება და პრემიერ-მინისტრად და ხაზინის პირველ ლორდად დანიშვნის ნიშნად მონარქს ხელზე ეამბორა“, - აღნიშნულია სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა

მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა

იმედი

POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა

POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა

იმედი

პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის  მზად არ არის

პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის მზად არ არის

იმედი

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

იმედი