მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ენტონი ჰოპკინსი პირველ მუსიკალურ ალბომს გამოუშვებს
ენტონი ჰოპკინსი პირველ მუსიკალურ ალბომს გამოუშვებს

ენტონი ჰოპკინსი პირველ მუსიკალურ ალბომს გამოუშვებს

იმედი|imedinews.ge

ბრიტანელი მსახიობი ენტონი ჰოპკინსი გამოუშვებს თავის პირველ მუსიკალურ ალბომს სახელწოდებით Life Is a Dream („ცხოვრება სიზმარია“), რომელსაც 60 წლის განმავლობაში წერდა.

Variety-ს ცნობით, ალბომი 21 აგვისტოს გამოვა. კომპოზიციები შეასრულა ფილარმონიულმა ორკესტრმა ვენესუელელი დირიჟორის, გუსტავო დუდამელის ხელმძღვანელობით. პირველი სინგლი სახელწოდებით Bracken Road უკვე გამოვიდა. ის სამხრეთ უელსზე ჰოპკინსის ბავშვობისდროინდელი მოგონებებით არის შთაგონებული.

88 წლის ჰოპკინსმა ფორტეპიანოზე დაკვრა 4 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო უკვე რამდენიმე წელიწადში ბეთჰოვენისა და შოპენის ნაწარმოებებს ასრულებდა. მოზარდობისას ის მუსიკას ადგილობრივი დადგმებისთვის ქმნიდა.

„მუსიკა ჩემი პირველი სურვილი იყო. მთელი ცხოვრებაა მუსიკას ვწერ. ზოგიერთი ეს ნაწარმოები ათწლეულებია ჩემთან ერთად ცოცხლობს და მათ კვლავ ვუბრუნდები“, - აღნიშნა მსახიობმა.

ჰოპკინსმა კონტრაქტი გააფორმა ლეიბლთან Decca Classics.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რაჭაში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები გრძელდება

რაჭაში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები გრძელდება

იმედი

საფრანგეთის გენშტაბის უფროსის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო

საფრანგეთის გენშტაბის უფროსის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო

იმედი

სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ

სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ

იმედი

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი ოქმი განიხილა - ორივე მოქალაქე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო