მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ექიმი მანანა მგალობლიშვილი: მივესალმები ახალ კანონს, რომლის საფუძველზე სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა, უპასუხისმგებლო და ადამიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები დასჯადი ხდება. იქ სადაც ადამიანს მორალური საზღვრები მოშლილი აქვს, კანონმა უნდა შეზღუდოს
ექიმი მანანა მგალობლიშვილი: მივესალმები ახალ კანონს, რომლის საფუძველზე სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა, უპასუხისმგებლო და ადამიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები დასჯადი ხდება. იქ სადაც ადამიანს მორალური საზღვრები მოშლილი აქვს, კანონმა უნდა შეზღუდოს

იმედი|imedinews.ge

მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში თავად საკმაოდ აქტიური ვარ, თითქმის ყველა სამედიცინო ჯგუფიდან ამოვეწერე, რადგან მრავალგზის დავრწმუნდი, რომ ისინი პირველ რიგში ადამიანთა მასების ბინძურ მანიპულაციას ეწევიან - წერს ექიმი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში.

ექიმი თავის პოზიციას გამოხატავს სპეციალური სამმართველოს შექმნაზე, რომლის ფუნქციაც იქნება საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიების, აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება.

მგალობლიშვილი მიესალმება ახალ კანონს და ამბობს, რომ იქ სადაც ადამიანს მორალური საზღვრები მოშლილი აქვს, კანონმა უნდა შეზღუდოს.

„ვინც ამ საკითხში არაა გარკვეული, მოგახსენებთ, სამედიცინო ჯგუფების უმეტესობა შენიღბულია ჰუმანური და კეთილშობილური მიზნით - ჯგუფის წევრებისთვის სწორი სამედიცინო ინფორმაციის მისაწოდებლად და მათ დასახმარებლად. ამ ჯგუფებში ნებისმიერ ექიმს შეუძლია ჰქონდეს მარკეტინგული მხარდაჭერა გარკვეული თანხის სანაცვლოდ, რაც ადამიანების შემოსავლის წყაროს წარმოადგენს და ეს ნორმალურია, თუმცა ეს ფასიანი მარკეტინგი ძალიან ბინძური და აგრესიული მეთოდებით მიმდინარეობს - ერთი და იგივე ექიმის მუდმივი ქება-დიდება-შეთავაზებით და სხვა რამდენიმე ექიმის მუდმივი ლანძღვა -გინებით, უმეტესად კი დაფარული და ფეიკი პროფილებით აქტიურობენ.

ბოლო დღეებში შემხვდა პოსტი, სადაც ერთ-ერთი ამტკიცებდა რაღაც სისულელეს ჩემთან მიმართებაში და სანდოობისთვის იქვე წერდა, ყველა მისი (ანუ ჩემი) დაწერილი დანიშნულება მაქვსო. მე იქვე კომენტარში მივწერე, ძალიან გთხოვთ, ჩემი კონსულტაციის და ა.შ. კვლევების დასკვნები პირადში გამომიგზავნეთ, რომ გავიგო რაზე გაქვთ პრეტენზია და იქვე შევახსენე, რომ უსაფუძვლო და არაარგუმენტირებული სიძულვილის ენა სოციალურ ქსელებში ამიერიდან კანონით ისჯებაო. არ გასულა 10 წუთიც და ეს ქალბატონი ყველა თავისი კომენტარით გაქრა.

მინდა გითხრათ, რომ მივესალმები ახალ კანონს, რომლის საფუძველზე სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა, უპასუხისმგებლო და ადამიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები დასჯადი ხდება. იქ სადაც ადამიანს მორალური საზღვრები მოშლილი აქვს, კანონმა უნდა შეზღუდოს.

P.S. გთხოვთ, ნუ მოაბამთ ჩემს ამ პოსტს პოლიტიკურ „კუდებს“. ამგვარი კომენტარები წაიშლება. გთხოვთ, გადააზიაროთ ეს პოსტი იმისათვის, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს“, - წერს მგალობლიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ხდება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • მიშა თუ იტყვის, რომ ხდება პრემიერობის კანდიდატი, პოლიტკურ ველზე თამაშის წესებს გაამარტივებს - ჟორჟოლიანიტვ პირველი
  • ტყის ხანძრების საფრთხის გამო კრეტადან მასიური ევაკუაცია ხდებაფორმულა
  • „საქართველო მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტისთვის ნაკლებად მიმზიდველი ხდება“ - "რია თრეველ ჯორჯია" დივერსიფიკაციის აუცილებლობაზეBM.GE
  • არაფერი განსხვავებული არ ხდება, იგივე ხდება, რაც ოდითგანვე იყო და რაც არის აღნიშნული აგენტურული ქსელის დღის წესრიგი, არაფერი შეცვლილა - კახა კალაძე "ნაცმოძრაობაზე"რუსთავი 2
ხდება →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი